უკრაინელმა ქალმა პერის ჰილტონის ოჯახის გაძარცვა აღიარა

უკრაინელმა ქალმა პერის ჰილტონის ოჯახის გაძარცვა აღიარა

პერის ჰილტონის დის ყოფილმა მდივანმა, რენატა შამრაკოვამ სასამართლოში აღიარა, რომ თითქმის 1 მლნ დოლარი მოიპარა, თუმცა აშშ-ში ციხეს ასცდა და ზარალის ანაზღაურების პირობა დადო.

უკრაინელი ემიგრანტი რენატა შამრაკოვა ერთწლიანი სასამართლო გარჩევების შემდეგ გამოტყდა, რომ მართლაც გაძარცვა სასტუმროების ქსელის მეპატრონის ცნობილი მემკვიდრე. შამრაკოვა პერის ჰილტონის დის, ნიკი ჰილტონის ყოფილ ქმართან - ტოდ მაისტერთან პირად მდივნად მუშაობდა. რენატამ მოტყუების გზით გამოსძალა თავის უფროსს დაახლოებით 1 მლნ დოლარამდე ოდენობის თანხა.

ადრე, წინა პროცესების დროს, შამრაკოვა დაჟინებით იმეორებდა, რომ მაისტერის ანგარიშებიდან დაკარგული თანხა მას საჩუქრად გადასცეს. 28 წლის გოგონა იმასაც ამტკიცებდა, რომ მაშინ ჯერ კიდევ ცოლიანი ტოდის საყვარელი იყო.

-  მე არ დამიხარჯავს ეს ფული და აზრზე არ ვარ, რა საკრედიტო ბარათზეა ლაპარაკი! მისტერ მაისტერი აქტიურად მეარშიყებოდა, თუმცა როდესაც თანაგრძნობით არ ვუპასუხე, გადაწყვიტა, შური იძიოს. ამიტომაც გამომაცხადა ქურდად. ყველა ეს საჩუქარი, რომელიც თითქოსდა მისი ბარათით ვიყიდე, მან თვითონ მიყიდა, - ამბობდა რენატა.

თუმცა 20 მარტს გამართულ სასამართლოზე რენატამ დაადასტურა, რომ მაისტერთან მუშაობის დროს მისი სახელით შეიტანა საბუთები ორი საკრედიტო ვიპბარათის დასამზადებლად - საკუთარი თავი მეორე მომხმარებლად ჩაწერა.

2011 წლიდან 2012 წლის იანვრამდე შამრაკოვა საკრედიტო ბარათებს იყენებდა თავისი პირადი საყიდლებისთვის, სამოგზაუროდ არუბუში, კანადაში, ინდოეთში, იტალიასა და საფრანგეთში, ასევე ძვირად ღირებული ავეჯისა და სამკაულების შესაძენად. ბანკიდან მოსულ ანგარიშებს მდივანი ასევე ანაზღაურებდა ტოდ მაისტერის სახსრებიდან, ისე, რომ მაისტერი აზრზე არ იყო.

შამრაკოვა 2012 წლის იანვრის ბოლოს დააპატიმრეს, თუმცა მალე პირობით გაათავისუფლეს. ხუთ დღეში ისევ დაიჭირეს - ამჯერად ნივთმტკიცებების განადგურების მცდელობის ბრალდებით. პოლიციის ცნობით, პირველი დაპატიმრებისას, ჯერ კიდევ ციხეში მყოფმა რენატამ მეგობრებს სთხოვა, ძვირფასეულობა და ფინანსური საბუთები დაემალათ. უკრაინელის აპარტამენტებში მისულ სამართალდამცველებს იქ ქაღალდების სალიკვიდაციო მანქანა დახვდათ.

ზარალის საერთო რაოდენობამ 821 ათასი დოლარი შეადგინა. სასამართლოს დადგენილებით, შამრაკოვა ვალდებულია, ორი წლის განმავლობაში აუნაზღაუროს დაზარალებულ მხარეს დახარჯული თანხა. ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში შამრაკოვა 1 წლით ციხეში ჩაჯდება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება