56 წლის კიმ კეტროლი სექსუალურობას არ კარგავს

56 წლის კიმ კეტროლი სექსუალურობას არ კარგავს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კიმ კეტროლი აცხადებს, რომ უკვე დაახლოებით 40 წელი დიეტაზეა, თუმცა 56 წლის ვარსკვლავი ჯერ კიდევ არ კარგავს "სექსუალურის" ტიტულს.

კეტროლმა, რომელმაც სახელი ფილმში "სექსი დიდ ქალაქში" თამაშით გაითქვა, აღიარა, რომ წლებთან ერთად ტანადობის შენარჩუნება ძალიან უჭირს.

"ხშირად ვხუმრობ, რომ 1974 წლიდან დიეტაზე ვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს ნაწილობრივ სიმართლეა. ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და ჩემი სხეული ბუნებრივად ასეთი მოხდენილი არ არის, განსაკუთრებით ამ ასაკში. საკმაოდ კარგი მადა მაქვს", - განაცხადა მსახიობმა.

მისივე განცხადებით, ვარსკვლავი თავადაც ვერ წარმოიდგენდა რომ თავის მეექვსე ათწლეულში, კიდევ განაგრძობდა სექსუალური გმირების განსახიერებას.

"როდესაც 40 წლის გავხდი, ვფიქრობდი, უკვე ვეღარ შევძლებდი სექსუალურ სცენებში თამაშს. ეს თითქმის 20 წლის წინ მოხდა, მაგრამ ასეთ როლებს ახლაც ვასრულებ", - აღნიშნა კიმმა.

კეტროლმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა.

"თუ ჩემი პოპულარობა და წარმატება მამაკაცს აშინებს, ესე იგი საქმე ჩემში კი არა, ამ მამაკაცშია", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ერთ-ერთ ინტერვიუში კიმ კეტროლმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკაში ქალებს ფაქტობრივად  ეკრძალებათ დაბერება, რადგან ასეთ შემთხვევაში, საზოგადოება მათ ზურგს აქცევს.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება