ბეთანიის ფრესკებს საფრთხე ემუქრება

ბეთანიის ფრესკებს საფრთხე ემუქრება

ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ყოფილი თანამშრომელი დავით ჩხეიძე, "ფეისბუქზე" ბეთანიის ფრესკების სავარაუდო საფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, ისტორიული ძეგლის მონუმენტური მხატვრობა, შესაძლოა ბერების მიერ ტაძარში განთავსებულმა შეშის ღუმელმა დააზიანოს.

"გუშინ ხარება იყო და განწყობა არ წაგიხდინეთ. გუშინწინ გახლდით ბეთანიაში და მინდა გითხრათ, რომ ერთი ფრიად არასასიამოვნო რამ აღმოვაჩინე. როგორც იცით, ბეთანია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია. განსაკუთრებით ფასეულია მისი მონუმენტური მხატვრობა, რომელიც XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება, ამასთან თამარის შემორჩენილი ოთხი სახიდან (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ბერთუბანი) ვარძიასთან ერთად ბეთანიის ყველაზე უკეთ არის დაცული. საუბედუროდ, მონასტერში მაცხოვრებელ ბერებს ტაძარში შეუტანიათ დაახლოებით 1,5-2 მეტრის სიმაღლის შეშის ღუმელი, რომელიც მოხატულობის სიახლოვეს ანთია, ხოლო თვითონ საკვამური მილი გამოდის ფრესკიან კედელში. დარგის ცოდნა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ გავარვარებული ღუმელი და სითბო-სიცივის ხშირი მონაცვლეობა ანაგურებს რვა საუკუნის სიძველის საღებავებსა და ზედაპირს, რომელზეც ისინია დატანილი (რომ არაფერი ვთქვათ, ჭვარტლზე). კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ფრესკების დაზიანებული/ნაკლული ადგილები ხელახლა შეულესავთ და გადაუღებავთ. (შიდა გადაღების უფლება არ მომცეს, ამიტომ მხოლოდ კედელში გარეთ გამოშვერილ მილის ფოტოს წარმოგიდგენთ. მეგობრებში, არიან ისინიც, ვინც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მუშაობენ, ამიტომ იმედი მაქვს, უყურადღებოდ არ დარჩება აღნიშნული დარღვევა)." - წერს დავით ჩხეიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

პოსტს თან ახლავს ბეთანიის სამონასტრო კომპლექსის ფოტო, რომელზეც კარგად ჩანს ღუმელის საკვამური.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს