მონიკა ბელუჩი: ”ბევრ იტალიურ ფილმში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მსოფლიომ მხოლოდ ერთი - "მალენა" ნახა”

მონიკა ბელუჩი: ”ბევრ იტალიურ ფილმში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მსოფლიომ მხოლოდ ერთი - "მალენა" ნახა”

Dolce&Gabbana-ს მუზა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის კერპი, იტალიელი მონიკა ბელუჩი ჟურნალისტებს თავის ახალ ფილმზე ესაუბრა. 48 წლის ვარსკვლავმა ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა.

- თქვენი ბოლო ნამუშევრის Rhino Season-ის პრემიერა მალე შედგება. რამდენად ახლოს ხართ თქვენს პერსონაჟთან?

- ერთ დღეს ირანელმა რეჟისორმა ბაჰმან გობადმა დამირეკა და ფილმში მონაწილეობა შემომთავაზა. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ირანელი ქალის როლი შემომთავაზეს. ირანელი ქალის, მინას გაგება შემიძლია, რადგანაც დავიბადე ქვეყანაში, სადაც ქალებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უწევთ. იტალიელი კაცები ქალებზე ძალადობენ. დავიბადე ქვეყანაში, სადაც ქორწინებისთვის ქალწულობა აუცილებელი პირობაა. დღესაც კი იტალიაში ქმარი საპატარძლოსგან ქალწულობას მოითხოვს.

- ასეთ მკაცრ პირობებში პროვოკაციულ როლებს თანხმდებოდით. არ გიჭირდათ?

- ვფიქრობ, ეს გენეტიკურია. დედა და ბებია ძალიან ძლიერი ქალები არიან. ჩემი ოჯახი სოციალური ფენისგან ყოველთვის განსხვავდებოდა - ბებია და დედა საკუთარ უფლებებს ყოველთვის იცავდნენ. ყოველთვის ვცდილობდი, თავისუფალი ვყოფილიყავი - მივდიოდი, სადაც მინდოდა და ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა.

- ბავშვობაში გაჭირვება გამოგიცდიათ?

- როდესაც პატარა ვიყავი, ტელევიზიით ვიგებდი, როგორ იღუპებოდნენ აფრიკელი ბავშვები შიმშილით. სამწუხაროა, დღესაც იგივე გრძელდება და არაფერი შეცვლილა. ტექნოლოგია განვითარდა, მაგრამ ადამიანები გადავგვარდით. ხანდახან მგონია, გვავიწყდება, რომ ყოველთვის ცოცხლები არ ვიქნებით. საშინელებაა, მაგრამ ფაქტია - იტალიაში გოგონები თუ 25 წლამდე არ გათხოვდებიან, თავს საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ.

- როდესმე რეჟისორს თქვენთვის უთქვამს, რომ როლზე იმიტომ ვერ დაგამტკიცებდათ, რომ ზედმეტად ლამაზი ხართ?

- დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევები.

- რომელი ქალი მსახიობია თქვენი იდეალი?

- სოფი ლორენი, კლაუდია კარდინალე. მათ მსოფლიოს იტალიური კინო გააცნეს. ბევრ იტალიურ ფილმში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მსოფლიომ მხოლოდ ერთი - "მალენა" ნახა.

- თქვენს ფილმებში ყოველთვის ჭარბობს ინტიმური, ძალადობის სცენები, არც თქვენი შიშველი სხეულია ტელევიზიისთვის უცხო. ამ ყველაფრის ფონზე არ გაშინებთ, რომ შვილები გკითხავენ, თუ რატომ აირჩიეთ მსახიობობა?

- ჩემი შვილები, ლეონი და დევა შორს არიან გადასაღები მოედნიდან. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის დედობა იყო. თუ როდესმე ისინი ჩემში მსახიობს, ან სექს-სიმბოლოს დაინახავენ, გამოდის დედად არ მივარგია.

- თქვენს ფილმებს უყურებთ და აკრიტიკებთ?

- არ ვაკრიტიკებ, რადგან რთულია ასეთ დროს ობიექტურობა დაიცვა. თუმცა, ყველა ჩემი როლი მიყვარს. ნაკლებად მეშინია და თავისუფალი ვარ.

მომზადებულია idiva.com-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:- მონიკა ბელუჩი Dolce & Gabbana-ს ახალი კოლექციის სახეა

უმშვენიერესი მონიკა ბელუჩი და Dolce & Gabbana-ს ძალიან იტალიური კოლექცია

მონიკა ბელუჩი ირანელი ქალის როლში - ახალი დრამა "Rhinos season"

მონიკა ბელუჩისა და რობერტ დე ნიროს "სიყვარულის ინსტრუქცია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება