ჯეიზი ბიონსესთვის კუნძულს ყიდულობს

ჯეიზი ბიონსესთვის კუნძულს ყიდულობს

ჯეიზი ყოველთვის ანებივრებდა საყვარელ მეუღლეს ძვირფასი და ორიგინალური საჩუქრებით. ამჯერად რეპერმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვარსკვლავი ბიონსესთვის ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულს ყიდულობს.

ჯეიზის კუნძული ჩრდილოეთ აბაკოს ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ მისი მეუღლე და ქალიშვილი ბლუ აივი არდადეგებს გაატარებენ.

"ჯეიზი უკვე დიდი ხანია ეძებს კუნძულს, სადაც მისი ოჯახი დასვენებას შეძლებს. ეს საჩუქარი ქორწინების მეხუთე წლისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, კერძო კუნძულზე დაცვა და ცოტა მოსამსახურე ეყოლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეძლებენ სანაპიროზე გასეირნებას ისე, რომ პაპარაცებმა არ გადაიღონ. ამ კუნძულზე ნორმალური ადამიანებივით იცხოვრებენ", - განუცხადა The Sun-ს წყარომ.

მომზადებულუი The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება