რატომ ხიბლავთ მამაკაცებს უკრაინელი და რუსი ქალები?

რატომ ხიბლავთ მამაკაცებს უკრაინელი და რუსი ქალები?

უცხოელი მამაკაცები ყოველთვის ამბობენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქალები უკრაინელები და რუსები არიან. მამაკაცების თქმით, რუსი ან უკრაინელი ქალები თანამემამულე ქალებს მეუღლის რანგშიც სჯობნიან.

ძირითადი მიზეზი გარეგნობაა. მაღალი, გამხდარი, ქერა, ცისფერთვალება გოგონები მამაკაცებს ადვილად ხიბლავენ. ამ ერის წარმომადგენლებმა კარგად იციან, თუ როგორ გამოიყენონ სილამაზე და სარფიანად გათხოვდნენ.

თუმცა, მამაკაცები მხოლოდ გარეგნობით არ იხიბლებიან. უკრაინელი ქალებისთვის ქორწინება მნიშვნელოვანია და ცდილობენ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გათხოვდნენ და განათხოვარის სტატუსი არ მიენიჭოთ. დასავლელი მამაკაცების აზრით, რუსი და უკრაინელი ქალები სამაგალითო დედები არიან და ცდილობენ, შვილებს წარმატების მიღწევაში შეუწყონ ხელი.

რუსი ქალები საკუთარ გარეგნობაზე მაშინაც კი ზრუნავენ, როდესაც ბავშვი ბაღიდან გამოჰყავთ. არ აქვს მნიშვნელობა, რესტორანში მიდის, თუ სკოლაში მშობელთა კრებაზე, აუცილებლად იკეთებს მაკიაჟს, იცვამს მაღალ ქუსლებზე და არც სამკაულების გაკეთება ავიწყდება.

უცხოელი მამაკაცების აზრით, უკრაინელ ქალებს დახვეწილი გემოვნება აქვთ. ნებისმიერ სიტუაციასა და ქვეყანაში ცხოვრება და ადაპტირება შეუძლიათ.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ