67 წლის ქალი 29 წლის ბიჭზე დაქორწინდა

67 წლის ქალი 29 წლის ბიჭზე დაქორწინდა

67 წლის ბებო ჯოან ლოიდი 29 წლის ფილ აბსოლომზე გათხოვდა.

ჯოანმა გარდაცვლილი ქმრის უკანასკნელი სურვილი შეასრულა. ქალბატონის მეუღლემ სიკვდილის წინ ჯოანს სთხოვა, მკერდში სილიკონი ჩაესვა და მასზე ახალგაზრდა კაცს გაჰყოლოდა.

ჯოანმა ყველა სურვილი მარტივად შეასრულა და 38 წლით უმცროს კაცზე გათხოვდა.

ჩრდილოეთ უელსელმა პენსიონერმა საკუთარი სიყვარული "ფეისბუქის" საშუალებით გაიცნო.

ახალდაქორწინებული წყვილის თქმით, 38 წლიანი განსხვავება ასაკში მათ არანაირ პრობლემას არ უქმნით, ისინი ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობენ და რეგულარულად აქვთ სექსი.

"არ მეგონა ისევ თუ დავქორწინდებოდი, მაგრამ საკუთარ გულს მივენდე. დარჩენილი ცხოვრების მასთან ერთად გატარებას ვგეგმავ. ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ. ჩემმა პირველმა მეუღლემ სიკვდილის წინ რამდენიმე სურვილის შესრულება მთხოვა. როდესაც ახალი საყვარლის მოძებნა დამავალა, გავოგნდი - ახლა მივხვდი, რომ მას ჩემთვის კარგი უნდოდა", - ამბობს ქალბატონი.

ჯოანას თქმით, პირველი მეუღლე დევიდი ძალიან უყვარდა და მას 15 წელი უვლიდა.

დევიდს გულსა და ფილტვებზე პრობლემები ჰქონდა, დიაბეტი და ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს