კადრების გადახალისების ახლებური მეთოდი ახალციხის გამგეობაში

 კადრების გადახალისების ახლებური მეთოდი ახალციხის გამგეობაში

"გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან" - ამ შინაარსის განცხადება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თითქმის ყველა თანამშრომელმა დაწერა. გამგეობაში ამ ფაქტს საკადრო ოპტიმიზაციით ხსნიან და განმარტავენ, რომ სამსახურს არავინ დატოვებს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი აცხადებს, რომ გამგეობაში დღემდე არ არსებობდა დებულება, რომლის მიხედვითაც თითოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობები მკაფიოდ იქნებოდა განსაზღვრული. ამიტომ დაგეგმილია კადრების გადახალისება, ყველას საკუთარი უფლება-მოვალებები განესაზღვრება.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი კი ამბობს, რომ შესაძლებელი იყო რეგორგანიზაციის პროცესი ისე განხორციელებულიყო, რომ თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ განცხადებები არ დაეწერათ. მისი თქმით, თუ ვინმეს საკუთარი სურვილის გარეშე გათავისუფლების შესახებ განცხადება დააწერინეს, ეს კანონის დარღვევაა. შესაბამისად, თანამშრომლებს შეეძლოთ არც დაეწერათ განცხადებები.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა