მარკ ჯეიკობსი საყვარლის დანახვაზე გრძნობებს ვეღარ მალავს

მარკ ჯეიკობსი საყვარლის დანახვაზე გრძნობებს ვეღარ მალავს

დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა 50 წლის იუბილე ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში აღნიშნა.

მარკი ბრაზილიაში საყვარელ მამაკაცთან, პორნო მსახიობ ჰარი ლუისთან ერთად ისვენებს. პაპარაცებმა წყვილი სანაპიროზე სეირნობის დროს გამოიჭირეს. მარკი და ჰარი ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ და ერთმანეთს სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდნენ. მოგვიანებით წყვილმა იახტაზე გადაინაცვლა. ფოტოგრაფებმა საყვარლებს ფოტო მაშინ გადაუღეს, როდესაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ.

დიზაინერმა წონაში საგრძნობლად დაიკლო, სპორტდარბაზში გატარებული საათები მის მოხდენილ პრესსა და კუნთებზე აისახა. თუმცა, ჯეიკობს არც მისი საყვარელი ჩამორჩება.

დიზაინერი მთელ დღეებს გართობაში ატარებს - დღე მზეზე ირუჯება, ხოლო ღამე კლუბებს სტუმრობს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება