კენდალმა დები კარდაშიანები დაჩრდილა

კენდალმა დები კარდაშიანები დაჩრდილა

ტელევარსკვლავები, კიმი, კორტნი და ხლოე კარდაშიანები პოპულარობის ზენიტში არიან, მაგრამ ასპარეზზე მათი უმცროსი ნახევარდა - კენდალ ჯენერი გამოჩნდა.

როცა მისი უფროსი დები ცელულიტს სპორტდარბაზში ებრძვიან, კენდალი პაპარაცებისა და სამოდელო სააგენტოების ყურადღებას იპყრობს. 17 წლის გოგონა შესაშური გარეგნობით გამოირჩევა. მისი სიმაღლე 178 სანტიმეტრია. გოგონას ლამაზი სახის ნაკვთები და უზადო ფიგურა აქვს.

პაპარაცებმა კენდალს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც გოგონა დედასთან ერთად გალერეას სტუმრობდა.

კენდალსა და კარდაშიანებს დედმამიშვილობა დედის მხრიდან ეკუთვნით. ის დებ კარდაშიანების დედის, კრისისა და ბიზნესმენ ბრუს ჯენერის უფროსი ქალიშვილია.

კრისს და ბრუსს კენდალის გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი, კაილი ჰყავთ. შეგახსენებთ, რომ კრის ჯენერი ბრუსთან ქორწინებამდე ადვოკატ რობერტ კარდაშიანის მეუღლე იყო. ამ ქორწინებიდან მას 4 შვილი: კორტნი, კიმი, ხლოი და რობერტი ჰყავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება