საქართველოდან იაპონიაში - რია ქებურიას მორიგი წარმატება

საქართველოდან იაპონიაში - რია ქებურიას მორიგი წარმატება

ახალგაზრდა, მაგრამ უკვე წარმატებული დიზაინერის რია ქებურიას შესახებ ბევრს არ აქვს გაგონილი. ის ნამდვილი კოსმოპოლიტია - საქართველოშია დაბადებული უკვე ექვსი წელია საფრანგეთში ცხოვრობს და იაპონური სტილის კოლექციებს აჩვენებს მოსკოვში, Mercedes-Benz Fashion Week Russia-ზე.

რიას აღიარებით, იაპონია და იაპონური მოდა ყოველთვის იყო მისი მუზა, რაც მისმა ახალმა კოლექციამ დაადასტურა, თუმცა მის ადრინდელ კოლექციებში მრავლად არის ქართული ტრადიციული ელემენტებიც. როგორც მოგვიანებით აღნიშნა, ქართველი ქალი მისი ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელია.

რიამ თავისი პირველი კოლექცია კიევში მოდის კვირეულზე წარმოადგინა, რის შემდეგაც მოსკოვისა და პარიზის პოდიუმებზე გადაინაცვლა. როგორც რია ამბობს, მისი წარმატების ისტორია ძალიან მარტივად დაიწყო - ხელნაკეთი თოჯინებით იყო გატაცებული, რომლებსაც ახლო მეგობრებს ჩუქნიდა. მოგვიანებით, პარიზში ამერიკულ უნივერსიტეტში კომუნიკაციები შეისწავლა, თუმცა მაინც საერთაშორისო ფეშენაკადემიაში ჩააბარა, სადაც დღემდე სწავლობს მოდურ დიზაინს. სწავლის პარალელურად თავისი ნაღვაწი წარმოადგინა თბილისში კონკურსზე Be Next, სადაც ნატალია ტუროვნიკოვამ აირჩია მოსკოვში "რუსული სილუეტის" ნიჭიერთა კონკურსის მონაწილის სახით - ეს კონკურსი 2013 წლის ოქტომბერში იღებს სტარტს.

საქართველოში დაბადებული რია 19 წლამდე მოსკოვში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალევე გადავიდა პარიზში - ევროპული განათლების მისაღებად. "სულაც არ ვაპირებდი დიზაინერობას, უბრალოდ, ჩემი ბავშვური გატაცება განვავითარე და ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე", - ამბობს რია, რომელიც მოდის სასარგებლოდ გაკეთებულ ამ არჩევანს საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს: "ჩემი მთავარი მიღწევა ის არის, რომ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების ვიწამე და შედეგსაც ვხედავ. ეს მიბიძგებს შემდგომი თავგადასავლებისკენ. მინდა, ჩემი საკუთარი სტილი შევიმუშაო და არ გავჩერდე: მთელი გულით შევქმნა, სწორად წარვუდგინო ადამიანებს ჩემი ფიქრები, იდეები და მივაღწიო ურთიერთგაგებას".

უკრაინასა და რუსეთში ყოველდღიურად იზრდება რია ქებურიასთან ჩაცმის მსურველთა რიცხვი. თავის მომხმარებლებს მიიჩნევს "შემოქმედებით ადამიანებად, რომლებიც ერკვევიან მოდასა და ხელოვნებაში, მზად არიან ექსპერიმენტებისთვის და გრძნობენ სტილს".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება