ვისი შურთ ყველაზე მეტად ბრიტანელებს

ვისი შურთ ყველაზე მეტად ბრიტანელებს

როგორც ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ყველაზე მეტად ბრიტანელებს ქეით მიდლტონის გარდერობის შურთ.

გამოკითხვა კომპანია Panasonic-მა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ათასობით ქალი ყოველდღე შურით სკდება, როდესაც კემბრიჯის ჰერცოგინიას სხვადასხვა სამოსში ხედავს.

ამ უცნაურ სიაში მეორე ადგილი ჯგუფ Girls Aloud-ის ყოფილმა წევრმა, შერილ კოულმა დაიკავა. გოგონათა ეს ბენდი მარტის ბოლოს ოფიციალურად გაუქმდა.

მესამე ადგილზე ტეილორ სვიფტი აღმოჩნდა. ქანთრის სტილის მომღერალი წითელ ხალიჩასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველთვის გემოვნებით იცვამს. სწორედ ამიტომ მისი ბრიტანელ ქალბატონებს ძალიან შურთ.

სიაში რიანაც მოხვდა. მისი ექსტრავაგანტული სტილი, როგორც ჩანს, ბრიტანელებს ძალიან მოსწონთ.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა