იაპონელებმა 222 მეტრიანი მარგალიტის ყელსაბამი შექმნეს

იაპონელებმა 222 მეტრიანი მარგალიტის ყელსაბამი შექმნეს

იაპონელებმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 222 მეტრიანი მარგალიტის ყელსაბამი შექმნეს. ის იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამოიფინა და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა.

ყელსაბამი 20 კგ-ს იწონის და 18 000 მარგალიტისგანაა შექმნილი. მის შექმნაზე სამი თვე დაიხარჯა, ხოლო მარგალიტთა უმეტესობა ამ პროექტისთვის უფასოდ გაიღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ და ტურისტებმა.

მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, ექსპოზიციის ორგანიზატორების განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი მარგალიტის ყელსაბამი არ გაიყიდება.

წინა რეკორდი ასევე იაპონელ იუველირებს ეკუთვნით. დღემდე ყველაზე დიდი მარგალიტის ყელსაბამის სიგრძე 187 მეტრი იყო.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს