ავსტრალიაში "მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ვაკანსიებზე" კონკურსი გამოცხადდა

ავსტრალიაში "მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ვაკანსიებზე" კონკურსი გამოცხადდა

ავსტრალიაში "მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ვაკანსიებზე" კონკურსი გამოცხადდა. მათ მოსაპოვებლად მთელი მსოფლიოდან 40 000 ადამიანი იბრძოლებს. ხელფასი 100 000 დოლარს შეადგენს. გამარჯვებული ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სამუშაოდ ავსტრალიაში გაემგზავრება.

ვაკანსიებს შორის არის: "ქვეყნის მთავარი მასხარა", "დეგუსტატორი", "გარემოს დამცველი", "პარკის მეთვალყურე" და "სასოწარკვეთილი მოგზაური". პრეტენდენტებს უნდა ჩაეწერათ 30 წამიანი ვიდეო, სადაც მოყვებოდნენ თუ რატომ იმსახურებენ ამ სამუშაოს.

"ოცნების ვაკანსია" ერთ-ერთი პროექტია, რომლის ფარგლებში ავსტრალია თანამშრომლობს უცხო ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებთან, რომლებიც თანახმანი არიან ამ ქვეყანაში დროებით სამსახურზე.

გასულ კონკურსზე, რომელიც 2009 წელს გაიმართა, ავსტრალია ეძებდა "კუნძულ ჰამილტონის მეთვალყურეს", რომელსაც უყვარს ავანტიურები და იცის ცურვა. გამარჯვებული ავსტრალიელზე დაქორწინდა და საცხოვრებლადაც იქ დარჩა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს