ქალი, რომელსაც საშვილოსნო გადაუნერგეს, დაფეხმძიმდა

ქალი, რომელსაც საშვილოსნო გადაუნერგეს, დაფეხმძიმდა

თურქეთის ქალაქ ანამურში მცხოვრებ 22 წლის დერია სერტის საშვილოსნო გადაუნერგეს. ქალბატონი დაფეხმძიმდა.

ის მსოფლიოში პირველი ქალია, რომელსაც საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია გაუკეთდა და ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დერიას გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო 2011 წელს გადაუნერგეს.

სერტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, რადგანაც მუცლის მოწყვეტის, ან სხვა გართულებების რისკი ძალიან მაღალია. ექიმების თქმით, დიდი შანსია, ბავშვი დეფექტით დაიბადოს.

დერია საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. ეს იშვიათი დაავადება 5 000 ქალში ერთხელ გვხვდება. თუმცა, მისი საკვერცხეები ჯანმრთელი და პროდუქტიული იყო. ჩანასახისთვის მისი ქმრის, მუსტაფას სპერმა გამოიყენეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს