ფეხმძიმე ჰოლი ბერიმ მთა დალაშქრა

ფეხმძიმე ჰოლი ბერიმ მთა დალაშქრა

ჰოლივუდის მსახიობი ჰოლი ბერი ახალი ფილმის "განგაშის" წარსადგენად ბრაზილიას ესტუმრა. ფეხმძიმე მსახიობმა რიოს ქუჩებში შავ მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილმა ისეირნა. მოგვიანებით კი შაქრისთავას სახელით ცნობილი მთა დალაშქრა. მთის მწვერვალიდან რიო-დე-ჟანეიროს დამატყვევებელი ხედი იშლება.

ვიდრე ჰოლი ბერი ბრაზილიის ხედებით ტკბებოდა, ადგილობრივი მაცხოვრებლები თავად მსახიობის ცქერით ტკბებოდნენ - კინოვარსკვლავს ფეხმძიმობა ძალიან მოუხდა.

საღამოს სადღესასწაულო სამოსში მსახიობი "განგაშის" პრემიერას დაესწრო. ფილმმა მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ბრედ ანდერსონის ფილმი, რომელშიც ბერი მთავარ როლს ასრულებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქოლ-ცენტრის ოპერატორზე მოგვითხრობს. ქოლ-ცენტრში გოგონა რეკავს, რომელიც მანიაკის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ოპერატორს გოგონას დასახმარებლად კოშმარის გადატანა უწევს.

მომზადებულია Socialite Life-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება