თამარ ჩერგოლეიშვილმა დათა ახალაიას ”მანიაკი” უწოდა

თამარ ჩერგოლეიშვილმა დათა ახალაიას ”მანიაკი” უწოდა

გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი დათა ახალაიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"სისტემა უნდა დაინგრესო ამ მანიაკმა :)

1) მანიაკებად არ იბადებიან, მანიაკებად ყალიბდებიან.

2) ეს ძმა მანიაკი რომ იყო, გასულ წელს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დავადგინე მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით ვიხილე მისი "მსხვერპლი".

3) მეორე ძმა რომ არაჯანსაღია, იმ დღეს დავრწმუნდი, როცა მოხსნეს.

დასკვნებს იმის საფუძველზე ვაკეთებ, რაც ზუსტად ვიცი - შესაბამისად, ჩემთვის მანიაკი გახდა მაშინ, როცა ზუსტად დავადგინე.

მე არ ვუკარგავ არც ერთ ძმას იმ დამსახურებებს, რაც აქვთ და რის გამოც ჩემს პატივისცემას იმსახურებდნენ - უპირველესად კანონიერი ქურდების ალაგმვას ვგულისხმობ. მაგრამ ეს ინდულგენცია ვერ იქნება.

მე მგონი გასაგებია. არა?

ახლა დავჯდები და დავაკვირდები, როგორ გახდება ქართული ოცნება ახალაიების ქომაგი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას განცხადება სოციალური ქსელის მუშვეობით გუშინ გავრცელდა. როგორც ახალაია აცხადებს, საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცი - ვანო მერაბიშვილია.

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა", - აცხადებს ახალაია.

ამასთან, ახალაიას თქმით, ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა.

ახალაიას ადვოკატმა, ზაქარეიშვილმა გუშინვე დაადასტურა, რომ ეს განცხადება ნამდვილად მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკეთვნოდა.

თავად ახალაიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს "ფეისბუქით" გავრცელებული განცხადების ნამდვილობაში ეჭვი ეპარებათ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს