საუკეთესო ევროპული ქალაქები ტურიზმისთვის - 2013

საუკეთესო ევროპული ქალაქები ტურიზმისთვის - 2013

დამოუკიდებელმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ European Consumers Choice-მა 2013 წელს ტურიზმისთვის საუკეთესო ევროპული ქალაქების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგს European Best Destinations-ი ქვია.

რეიტინგი ონლაინ-გამოკითხვის შედეგად შედგა. სულ ერთმანეთს საუკეთესო ტურისტული ქალაქის ტიტულის მოსაპოვებლად 20 ქალაქი ეჯიბრებოდა.

რეიტინგში პირველი ადგილი თურქეთის ქალაქ სტამბულს ერგო. ეს ერთადერთი ქალაქია მთელს პლანეტაზე, სადაც აღმოსავლური და დასავლური კულტურა ერთმანეთს ერწყმის. ეს არის ქალაქი, რომელიც დაყოფილია აზიურ და ევროპულ ნაწილად. სტამბული ტურისტებს სწორედ ამ უნიკალური მახასიათებლით იზიდავს.

ლისაბონი, რომელიც გამარჯვებულს მხოლოდ 439 ხმით ჩამორჩა, მეორე ადგილზე გავიდა. ლისაბონში ყოფნისას თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ქუჩებით. ლისაბონი European Best Destinations-ში არაერთხელ მოხვდა. 2010 წელს კი ტურიზმისთვის საუკეთესო ქალაქადაც აღიარეს.

საპატიო მესამე ადგილი ვენამ დაიკავა. სახელგანთქმული ყავის, ღვინისა და სამზარეულოს წყალობით ავსტრიის დედაქალაქი უკვე წლებია, რაც ტურისტების საყვარელ ადგილად ითვლება. გარდა ამისა, ამ ქალაქში უამრავი არქიტექტურული შედევრია.

ტურიზმისთვის საუკეთესო ქალაქების სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. სტამბული, თურქეთი

2. ლისაბონი, პორტუგალია

3. ვენა, ავსტრია.

4. ბარსელონა, ესპანეთი.

5. ამსტერდამი, ნიდერლანდები.

6. მადრიდი, ესპანეთი.

7. ვალეტა, მალტა.

8. ნიცა, საფრანგეთი.

9. მილანი, იტალია.

10. სტოკჰოლმი, შვედეთი.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა