გოგა ხაჩიძემ წყევლა დაიწყო

გოგა ხაჩიძემ წყევლა დაიწყო

უმცირესობის წარმომადგენლის, გოგა ხაჩიძის თქმით, უმრავლესობის ბრალდება აბსურდია და "მაგ სიმართლით იაროს ბატონმა საგანელიძემ". მისივე თქმით, ვერ გაუგია, რატომ ამბობს უმრავლესობა იმას, რომ ისინი დუბაიში შეხვდნენ ახალ წელს, როდესაც უმცირესობის წარმომადგენელს, გოგა ხაჩიძეს იქ მხოლოდ ეძინა, ხოლო მეორე დღეს კი ტერიტორია დატოვა.

"თბილისიდან პრეზიდენტთან ერთად დელეგაცია გავფრინდით ავღანეთში, ახალი წლის ღამეს. ბრიტანულ ბაზაზე დავესწარით დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გადმოსვენების პროცესს და ამის შემდეგ ამ ბაზიდან ჩვენ გავფრინდით ქართულ ბაზა "შუკვანზე". ახალი წლის ღამეს შევხვდით ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, ჩავუტანეთ მათ ტრადიციული ქართული სანოვაგე, სხვადასხვა საჩუქრები, შევხვდით ერთად ახალ წელს, მივულოცეთ ერთმანეთს, გამთენიისას ისევ იგივე მარშუტით დავბრუნდით დუბაიში, იქ დავბინავდით სასტუმროში. საღამოთი გვქონდა რეისი, პრეზიდენტი კვლავ განაგრძობდა ვიზიტს. მთელი დელეგაცია დავრჩით სასტუმროში და საღამოთი ჩვეულებრივი რეისით დავბრუნდით თბილისში. ამის მოწმე არიან ჯარისკაცები", - აღნიშნა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ხაჩიძის თქმით, მან დღეს გაარკვია, რომ ახალ წელს არა ავღანეთში, არამედ დუბაიში შეხვედრია.

"მე დღემდე მართლა მეგონა და ამით ძალიან ვამაყობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ახალი წლის ღამეს შევხდი ქართულ ბაზა შუკვანზე ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ახალ წელს შევხდი დუბაიში. ერთი დეტალი გამომრჩა, საღამოთი დუბაიში ვივახშმე მართლა, პრეზიდენტთან ერთად და შემდეგ წამოვედით თბილისში. ეს არის ჩემი დუბაის ახალი წელი. არ ვიცი, ახლა ბატონმა საგანელიძემ იაროს მაგ სიმართლით. 19 აპრილს ველოდებით, ვისაც არ სჯერა ამ სისულელის", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე "გრიფით" საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა