რუსი და უკრაინელი გოგონები ფოსტით იყიდებიან

რუსი და უკრაინელი გოგონები ფოსტით იყიდებიან

ბრიტანული გამოცემა Daily Mail რუსეთსა და უკრაინაში არსებული სააგენტოებით დაინტერესდა, სადაც გოგონებს ფოსტით ყიდიან. რუსებსა და უკრაინელებს ბრიტანელებსა და ამერიკელებზე სარფიანად გათხოვების იდეა ხიბლავთ. ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყნის მამაკაცებს უმართლებთ.

ბრიტანული გამოცემა ამ ქვეყნებში ქალის მეილით შეკვეთის ინდუსტრიით დაინტერესდა და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა. მამაკაცები 1 500-დან 3 000 გირვანქა სტერლინგამდე იხდიან და ყოფილ საბჭოთა ქალაქებს სტუმრობენ. ტურის მიზანია, მამაკაცებს ფულის სანაცვლოდ გააცნონ რაც შეიძლება მეტი ქალი. "რომანის ტური" (Romance Tour) ტარდება უკრაინის დედაქალაქ კიევში, ვოლგოგრადში, ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებში. როგორც წესი, ამ ბიზნესით ასაკოვანი, მდიდარი, ან შეძლებული უცხოელი მამაკაცები ინტერესდებიან. ხშირად კაცები გოგონებზე ორჯერ უფროსები არიან. 15-25 კაცს 150-250-მდე ქალს აცნობენ. ყველა მათგანს თან ახლავს თარჯიმანი.

"განქორწინებული ვარ. რამდენიმე რომანიც მქონდა, მაგრამ წარუმატებელი. ცოლად ტრადიციული ქალი მინდა, რომელიც კარგი დიასახლისი იქნება. როდესაც შვილები გვეყოლება, სახლში დარჩეს და ყურადღება მიაქციოს. ბევრს ვითხოვ?", - ამბობს 68 წლის არიზონელი მამაკაცი.

გაცნობის საიტებზე უამრავი უარყოფითი კომენტარიც შეგხვდებათ. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ეს პროსტიტუციაა.

"ძალიან სამწუხაროა. ჩვენს ქალებს ღირსება არ აქვთ. კოკა-კოლაზეც კი იყიდებიან", - აღშფოთებას ვერ მალავენ ადგილობრივები.

თუმცა ამ ბიზნესში დასაქმებული გოგონები თავს იმართლებენ.

"დიახ, უცხოელ პარტნიორს ვეძებ, რადგან სტაბილური ცხოვრება მინდა. ჩვენს ქვეყანაში ქალზე ძალადობენ. ჩვენი კაცები სვამენ. ძალიან მომენატრება ჩემი სამშობლო, მაგრამ თუ ასაკით უფროსი კაცი ცხოვრებას მომიძღვნის, ამისთვის მზად ვარ", - ამბობს 23 წლის გალინა.

მოსკოვის საქორწინო სააგენტოს მფლობელი ტატიანა ტასუევა ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

"თუ გოგონა ახალგაზრდა და ლამაზია, რატომ არ უნდა გაყიდოს საკუთარი თავი და რატომ არ უნდა მიიღოს სარგებელი? ლამაზი ქალი გაჭირვებაში არ უნდა ცხოვრობდეს", - ამბობს ტატიანა.

ეკატერინე ჩერეპახა, რომელიც სოციალურ პროგრამებზე მუშაობს, ამბობს, რომ აუცილებელია ქალმა წინასწარ იცოდეს, რა ელის უცხო ქვეყანაში.

"რასაკვირველია, რისკი არსებობს. პოტენციური საპატარძლოები სამომავლო საფრთხეებზე არ ფიქრობენ. მხოლოდ მდიდარ კაცზე გათხოვებას ლამობენ და მისი ჯანმრთელობისა თუ ფსიქიკური მდგრადობით იშვიათად ინტერესდებიან. თუმცა, ეს სააგენტოები წარმატებით მუშაობს და ადმინისტრაციის წყალობით უამრავი გოგონა თხოვდება სარფიანად", - ამბობს ეკატერინე.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს