რატომ იყიდება საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

რატომ იყიდება საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოზე, რომელიც 1996 წლიდან ფაქტობრივად დახურულია, მიცვალებულებს ისევ კრძალავენ. "ქართული ოცნების" ბორჯომელი აქტივისტი დავით როკეტიშვილი ბორჯომის სასაფლაოს დირექტორად დანიშვნას ითხოვს და აცხადებს, რომ ბორჯომის სასაფლაო სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს. "უპატრონო სასაფლაოები იყიდება, ამასთან, არ არის სასაფლაომდე მისასვლელი გზაც. მინდა, ბოლო წლების განმავლობაში აქ არსებული მდგომარეობა გამოვასწორო. მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა საკრებულოში ძალით ჭიანურდება" - აცხადებს როკეტიშვილი.

ბორჯომის ცენტრალური სასაფლაოს ხელმძღვანელი ნოდარ მაღრაძე დავით როკეტიშვილის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ დახურული სასაფლაოს ტერიტორიაზე მიცვალებულები აღარ იკრძალება. რაც შეეხება მიცვალებულის მიცვალებულზე დაკრძალვას, ეს იშვიათად, მხოლოდ ჭირისუფლების თხოვნით ხდება.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა