ბერა საერთაშორისო პროექტზე სამუშაოდ აშშ-ში მიემგზავრება

ბერა საერთაშორისო პროექტზე სამუშაოდ აშშ-ში მიემგზავრება

ბერას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, დამაინტრიგებელი სტატუსი გამოჩნდა.

"ჩემო საყვარელო გულშემატკივრებო!

დიდი ხანია არ შეგხმიანებივართ, ძალიან მომენატრეთ და მინდა გულწრფელი სიყვარულით ყველანი მოგიკითხოთ, "არ მახსენდებით, მუდმივად მახსოვხართ".

მინდა, რომ 2013 წელს იამაყოთ თქვენი ქართველი ძმით. ორწლიანი პაუზის შემდეგ, ვუბრუნდები საერთაშორისო პროექტს, ახალი შემართებით და მეტი გამოცდილებით. :)

გპირდებით ძალიან ბევრ გამორჩეულ სიურპრიზს!

2013 ჩვენი დროა!!!!!!!" - წერს ბერა.

ამბები.გე-ს ინფორმაციით, ფრაზა "2013 ჩვენი დროა!" ბერას ახალი სიმღერის სათაურია, რომელზეც მომღერალი ახლა მუშაობს და რომლის მოსმენის საშუალებაც ბერას თაყვანისმცემლებს მალე ექნებათ.

გარდა ამისა, ბერა მალე ამერიკაში მიემგზავრება, სადაც სხვადასხვა პროექტებზე იმუშავებს, თუმცა  ქართულ პროექტებზე მუშაობას არ წყვეტს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება