ია ანთაძე - 19 აპრილის მიტინგი გადაიქცა ვანო მერაბიშვილის პირად ღონისძიებად

ია ანთაძე - 19 აპრილის მიტინგი გადაიქცა ვანო მერაბიშვილის პირად ღონისძიებად

ჟურნალისტი ია ანთაძე 19 აპრილის აქციას ვანო მერაბიშვილის პირად ღონისძიებად აფასებს. ჟურნალისტი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, რომ აქციის მიმართ ინტერესი პრეზიდენტმა და ახალაიების მომხრეებმა დაკარგეს.

"იმის შემდეგ, რაც:

1. პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტმა დაკარგა პოლიტიკური პროცესის შემობრუნების ყველა კანონიერი ბერკეტი და, შესაბამისად, დაკარგა ინტერესი აქციის მიმართ;

2. გამჟღავნდა ახალაიების დაპირისპირება მერაბიშვილთან და, შესაბამისად, ახალაიების მომხრეებმა დაკარგეს ინტერესი აქციის მიმართ;

19 აპრილის მიტინგი გადაიქცა ვანო მერაბიშვილის პირად ღონისძიებად. ახლა ის მაინც ვიცით, რას ემსახურება ხვალინდელი დღე", - წერს ანთაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს