ივან ურგანტის ქართველი მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება

ივან ურგანტის ქართველი მეუღლე მეორე ბავშვს ელოდება

რუსი ტელევარსკვლავი და ქალების გულთამპყრობელი, ივან ურგანტი და მისი ქართველი მეუღლე, ნატალია კიკნაძე მეორე ბავშვს ელოდებიან. ყვითელ პრესაში აქტიურად განიხილება ფოტო, რომელზედაც ფართო შავ კაბაში გამოწყობილი ნატალია წამოზრდილი მუცლის დაფარვას ცდილობს. როგორც ცნობილია, პრესისთვის მუდმივად "გახსნილ" ურგანტს პირადი ცხოვრების დეტალები გასაიდუმლოებული აქვს, განსაკუთრებით, მეუღლესთან დაკავშირებული წვრილმანები. ამის გამო ჟურნალისტებს სარწმუნოდ არ ეჩვენებათ წყვილის მიერ ნატალიას ორსულობის უარყოფა. ისინი 4 წლის წინ საიდუმლოდ შეუღლდნენ და ქორწინებასაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ.

ნატალია კიკნაძე ცნობილი კომენტატორის, ტელეარხ "სპორტის" გენერალური დირექტორის, ვასილ კიკნაძის ძმისშვილი და ქართველი ბიზნესმენის, ვახტანგ კუტალიას ყოფილი ცოლია. კუტალიასგან მას 2 შვილი ჰყავს, ურგანტთან კი ერთი ქალიშვილი, რომელსაც წყვილი ნატალიას უფროს შვილებთან ერთად ზრდის.

ნატალიას ყვითელი პრესა ხშირად აკრიტიკებს და მას ხან უგემოვნოს, ხანაც კი "ვარსკვლავისთვის შეუფერებელს" უწოდებს. მოდის მიმდევრებს კი მუდმივად საქილიკოდ აქვთ ნატალიას ჩაცმულობა, მაკიაჟი თუ ვარცხნილობა.

"ურგანტი მოდური და ქარიზმატულია. იგულისხმება, რომ მისი მეორე ნახევარიც ასევე უნდა ბრწყინავდეს. არავინ კამათობს, რომ ნატალია შესანიშნავი ადამიანი და მეუღლეა, მაგრამ სამოსი, რითიც ის ელიტურ წვეულებებზე ჩნდება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება", - აცხადებს სტილისტი დენის ლესნიცკი. მსგავსი შეფასებები ნატალიას მისამართით ხშირად კეთდება.

პრესაში რამდენიმე თვის წინ მათ განქორწინებაზეც დაირხა ხმა, თუმცა სათანადო არგუმენტების არარსებობამ ამ ჭორს მალე მოუღო ბოლო.

ამბობენ, ურგანტი თვალის ჩინივით უფრთხილდება ოჯახურ ბედნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი რუსეთი მასზე ჭკუას კარგავს, ფლირტსა და ღალატში შემჩნეული არასდროს ყოფილა. რამდენიმე ქორწინების მიუხედავად, კითხვაზე, რამდენი ცოლი გყავდაო, პასუხობს. "უკვე ცოლიანი ვარ, პირველადაც და უკანასკნელადაც".

მომზადებულია aifudm.net-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება