იანა კლოჩკოვა ჯეისონ სტეტჰემზე ოცნებობს

იანა კლოჩკოვა ჯეისონ სტეტჰემზე ოცნებობს

ლევან როსტოშვილის, იგივე როსტოს შვილის დედა, უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი იანა კლოჩკოვა ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯეისონ სტეტჰემზე ოცნებობს. სპორტსმენმა საყვარელი ცნობილი მამაკაცების ვინაობა გაამხილა.

იანამ სიიდან თავიდანვე ამოიღო ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი რობერტ პატინსონი. მისი თქმით, მსახიობს მამაკაცურობა აკლია.

კლოჩკოვას გემოვნებაში ჯდება ფერადკანიანი ჯეიმი ფოქსი, თუმცა მასთან რომანს არ გააბამდა. სიაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა კანადელი მსახიობი რაიან რეინოლდსი. პირველ ადგილს კი ბოევიკების ვარსკვლავი ჯეისონ სტეტჰემი იკავებს.

"ის ძალიან სიმპათიურია. მით უფრო, რომ ყოფილი სპორტსმენია. ეს ჩემი ტიპაჟია", - აღიარა იანამ.

სავსებით შესაძლებელია, ოდესმე უკრაინელი ჩემპიონი მსახიობის გარემოცვაში ვიხილოთ.

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: "ლევან როსტოშვილი - ოჯახის შესაქმნელად შვილის გამოც არ ვარ მზად"

"როსტოს შვილს მამობას ქართველი ბაბუა უწევს"

იანა კლოჩკოვა: "როსტოს ჩემთვის ნახევარი წელია არ დაურეკავს"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს