სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?

სანდრო გირგვლიანის დედის მოძღვარს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ?

დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე თავისი სკანდალური განცხადებით (ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან) საზოგადოებას, ალბათ, კარგად ახსოვს... მან სანდრო გირგვლიანის დედის ანდერძი გაახმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ ირინა ენუქიძე მოწამლეს. "ირინამ ბოლო კვირას თითქოს მოიხედა... მითხრა, ხომ ხედავ, მეც მომკლეს ამ ურჯულოებმა. ჩემი და სანდროს სულისთვის ილოცე... სააკაშვილის ხელისუფლებაში. ჩემს მკვლელობას არავინ გამოიძიებს და როცა ხელისუფლება შეიცვლება, სთხოვე, ჩემი მკვლელობის საქმეც გამოიძიონო", - მამა გრიგოლი ქალბატონი ირინას მოძღვარი იყო. გასულ კვირას ის "კვირის პალიტრას" ისევ დაუკავშირდა.

მამა გრიგოლ გოგიჩაძე: "მე "ნაციონალურ მოძრაობას" სატანისტური სექტა ვუწოდე. მარხვის დღეებში ვერიდები ასეთი მძიმე შედარებებს, თუმცა სხვა სიტყვები ვერ აღწერს ამ არაადამიანების მიერ ქვეყანაში დამკვიდრებულ სიბინძურეს.

ამ ბინძურმა ძალამ ეკლესია ლამის განხეთქილებამდე მიიყვანა. თქვენ არ იცით, რა ამბები ხდებოდა საპატრიარქოში. ყველა ღონე იხმარეს სასულიერო პირების გადასაბირებლად და დასაშანტაჟებლად - ზოგს ძველი ცოდვები და ადამიანური სისუსტეები გაუხსენეს, ზოგს ცილი დასწამეს და თავიანთი ჩანერგილი სასულიერო პირების ხელითვე დაუწყეს ბრძოლა.

მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით... "ნაციონალებმა" სცადეს, 19 აპრილის აქციაზე სასულიერო პირებიც გაეყვანათ. ვიცი, ამ დროს რა ხდებოდა, თუმცა ყველაფრის თქმის უფლებას თავს არ მივცემ. გასულ კვირას ვიყავი საპატრიარქოში და ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს დაუფარავად უჭერდა, აღიარა, რომ ცდებოდა. ვუთხარი, სჯობდა ადრე ამოგეღო ხმა ყველა უკეთურობაზე-მეთქი.

- რას გულისხმობთ?

- გირგვლიანის მკვლელობას, ირინა ენუქიძის მოწამვლას. ირინამ, ჩემმა სულიერმა შვილმა, სიკვდილის წინ მითხრა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით კი არ კვდებოდა, არამედ მოკლეს! რასაკვირველია, ქართველი ერი ვერც სისხლიან 26 მაისს დაივიწყებს. ციხის კადრებმა კი ხელისუფლების სახე სრულად გამოააშკარავა. განა ჩვენ არ ვიცოდით, რა ხდებოდა საპატიმროებში? რამდენ პატიმარს უთქვამს ჩვენთვის აღსარება... მახსოვს, ერთ-ერთს თავის მოკვლა ძლივს გადავაფიქრებინე. ეს პატიმარი მორწმუნე იყო, გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. ციხის ადმინისტრაციამ თანამშრომლობა და სხვების დაბეზღება სთხოვა. უარი განაცხადა, რის გამოც ე. წ. საქათმეში შეაგდეს. ასეთ საქციელს სატანის მიმდევრის გარდა ვინ ჩაიდენდა?! ისეთ დღეში ჩააგდეს, თავის ჩამოხრჩობას აპირებდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვარსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ