ვარიანში მოძღვარს საძოვარ მიწებს ედავებიან

ვარიანში მოძღვარს საძოვარ მიწებს ედავებიან

გორის რაიონის სოფელ ვარიანში 50 -მდე მცხოვრებმა აქცია იმ მიწების სიახლოვეს გამართა, რომელიც ოფიციალურად ადგილობრივ მოძღვარს მამა გრიგოლს ეკუთვნის. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეს მიწები სოფლის საძოვარს და სარეზერვო ფართს წარმოადგენდა, ის სოფელს უნდა დარჩენოდა. აქციაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღანელი პირები მივიდნენ და დაასკვნეს, რომ საკითხი შესასწავლია.

მოძღვარის მომხრე ვარიანელები კი იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, სასულიერო პირს სოფელში ავიწროებენ და მისი ქონების დაპატრონება სურთ. სადავო მიწა 2007 წელს აუქციონზეა გატანილი და მისი მფლობელი მოძღვარი გახდა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა