გვინეტ პელტროუს "ბავშების სექსუალიზაციაში" სდებენ ბრალს

გვინეტ პელტროუს "ბავშების სექსუალიზაციაში" სდებენ ბრალს

გვინეტ პელტროუს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი აქვს. ვარსკვლავმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მისცა მისი განსჯის საბაბი და არც ამჯერად აქვს ამას რაიმე საერთო მის ახალ ფილმთან: ამჯერად კრიტიკა გვინეტის საიტზე Goop.com-ზე გამოქვეყნებულმა საბავშვო საცურაო კოსტუმების კოლექციამ დაიმსახურა. ის საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პატარა გოგონებისთვის "სექსუალურად" ჩათვალა და ვარსკვლავს ბავშვების "სექსუალიზაციაში" დასდო ბრალი.

"ჩვენ ბავშების და ზოგადად ბავშვობის სექსუალიზაციის წინააღმდეგ გამოვდივართ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ტრენდები ვითარდება და ცნობილი ადამიანები მათ მხარს უჭერენ", - განაცხადა საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა, რომელიც ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

საბავშვო ბიკინი, რომელიც 45 დოლარი ღირს, ბრიტანელი დიზაინერის მელისა ოდაბაშის კოლექციის ნაწილია, რომელიც სპეციალურად Goop-თვის შეიქმნა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება