ჰიუ ლორი თავს აღარ უვლის

ჰიუ ლორი თავს აღარ უვლის

პოპულარული ტელესერიალი "ექიმი ჰაუსი" ერთი წლის წინ დასრულდა და მას შემდეგ ყველაზე სექსუალური ”ექიმი” ჰიუ ლორი გარეგნობაზე აღარ ზრუნავს.

53 წლის ვარსკვლავი საცხოვრებლად მშობლიურ ლონდონში დაბრუნდა. პაპარაცებმა მსახიობს ფოტო პარკში სეირნობის დროს გადაუღეს. ფოტოგრაფების თქმით, მსახიობი ძალიან მოწყენილი იყო და ქუჩაში დახეტიალობდა. ჰიუს მწვანე ქუდი, დიდი ზომის ლურჯი სპორტული მაისური და შავი შორტი ეცვა. პარკში ბევრი ადამიანი სეირნობდა, მაგრამ ლორი ვერავინ იცნო.

შეგახსენებთ, ვარსკვლავმა ძალები მუსიკალურ კარიერაშიც მოსინჯა. ჰიუ საზოგადოებას მეორე მუსიკალურ ალბომს მომავალ თვეში შესთავაზებს. მსახიობი ასევე აქტიურადაა ჩართული ახალ პროექტში. ახალ ფილმში Tomorrowland ჰიუს პარტნიორობას ჰოლივუდის მსახიობი ჯორჯ კლუნი უწევს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება