People-მა წლის ყველაზე ლამაზ ქალად გვინეტ პელტროუ დაასახელა

People-მა წლის ყველაზე ლამაზ ქალად გვინეტ პელტროუ დაასახელა

ჟურნალმა People ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პლანეტის 10 ყველაზე ლამაზი ქალი შევიდა. რეიტინგში პირველი ადგილი წელს მსახიობმა გვინეტ პელტროუმ დაიკავა.

მსახიობმა საპატიო ტიტული მის ახლო მეგობარს, ბიონსეს ჩამოართვა, რომელიც ამავე რეიტინგის სათავეში გასულ წელს მოექცა. წელს ბიონსე ტოპ-ათეულში საერთოდ ვერ მოხვდა.

გამოცემასთან პელტროუმ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, კრის მარტინი ხშირად დასაცინის:

"როდესაც გამოპრანჭული ვარ შეუძლია დაიყვიროს: "ოჰო! შენ გვინეტ პელტროუ ხარ!" ასე იმიტომ ამბობს, რომ სახლში იშვიათად ვიკეთებ მაკიაჟს. ჩემი მეუღლე მიეჩვია ხალვათ "შორტებში" და გაჩეჩილ თმებში ჩემს დანახვას" - აღნიშნა პლანეტის ყველაზე ლამაზმა ქალმა.

People-ის მიხედვით პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალთა სია ასე გამოიყურება:

1. გვინეტ პელტროუ

2. კერი ვაშინგტონი

3. ამანდა სეიფრიდი

4. ზოი დეშანელი

5. ჯეინ ფონდა

6. ჯენიფერ ლოურენსი

7. კელი როულენდი

8. ჰოლი ბერი

9. დრიუ ბერიმორი

10. ფინქი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია People-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება