ინდოეთში ეშმაკის ბორბალს ხელით ატრიალებენ

ინდოეთში ეშმაკის ბორბალს ხელით ატრიალებენ

ინდოეთის დედაქალაქ დელიში გასართობ ატრაქციონს, ეშმაკის ბორბალს დაქირავებული მუშები ხელით ატრიალებენ.

ქვეყანაში ელექტროენერგია ხშირად ითიშება, გენერატორები ძვირი ღირს, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი ეშმაკის ბორბალს კლიენტები არ აკლია. ატრაქციონის მფლობელი რამდენიმე მამაკაცს ქირაობს, რომლებიც ეშმაკის ბორბალზე ადიან, რკინაზე ჩერდებიან და კაბინებს ხელით ატრიალებენ. სისწრაფის ასაჩქარებლად, რამდენიმე მუშა კაბინებს ეკიდება და მიწისკენ მიაქანებს.

ეს ეშმაკის ბორბალი უბრალო ლითონის კონსტრუქციისგან შედგება, რომელსაც რამდენიმე ღია კაბინა აქვს. რასაკვირველია, არც კლიენტებისა და არც მუშების უსაფრთხოება დაცული არაა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს