ლაგოდეხში ძროხებს "აპატიმრებენ"

ლაგოდეხში ძროხებს "აპატიმრებენ"

ლაგოდეხის მოსახლეობა აღშფოთებულია. მათი პროტესტი ლაგოდეხის კეთილმოწყობის სამსახურის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც ძროხების "დაპატიმრებას" გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში გამოშვებული პირუტყვი აკრძალულ ზონაში იბალახებს, მას სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანენ, პატრონი კი 50 ლარით დაჯარიმდება. ეს ინფორმაცია ლაგოდეხის ტელევიზიასთან საუბრისას ლაგოდეხის გამგებლის მოადგილე გიორგი ბიჭიაშვილმაც დაადასტურა. ბიჭიაშვილის განცხადებით, და­პატიმრებული ძროხის მეპატრონემ 50-ლარიანი ჯარიმა 20 დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძროხას გაუყიდიან, მისი საფასური კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩაირიცხება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა