ვანო ჯავახიშვილმა გიორგი აფციაურს პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა

ვანო ჯავახიშვილმა გიორგი აფციაურს პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა

"კომედი შოუს" გუნდში განხეთქილებაა. ვანო ჯავახიშვილსა და პრეზიდენტის პაროდისტ გიორგი აფციაურს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც აფციაურმა გუნდი დატოვა. ინფორმაციის გადასამოწმებლად ”ამბები.გე” გიორგი აფციაურს დაუკავშირდა.

როგორც მსახიობმა განგვიცხადა, საპარლამენტო არჩევებამდე ცოტა ხნით ადრე ვანო ჯავახიშვილმა მას პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა.

- ვანო "კომედი შოუს" უფროსია. შეიძლება ეს გარედან ასე არ ჩანს, მაგრამ ასეა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ვანოს მხრიდან პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება შემეზღუდა.

- ამის მიზეზი თუ დაასახელა?

- არა, მიზეზი არ დაუსახელებია. მართალია უმრავ სხვა პროექტზეც მიმუშავია და ბევრი თაყვანისმცემელიც მყავს, მაგრამ ძირითადად ყველა პრეზიდენტის პაროდიით მიცნობს. სხვა რა უნდა მეკეთებინა? ხომ არ ვიმღერებდი და ვიცეკვებდი?

- არჩევნებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აქამდე რატომ დუმდით?

- ასე მიზანმიმართულად მოვიქეცი. წარმოიდგინეთ მაშინდელი პოლიტიკური სიტუაცია. იტყოდნენ, რომ ფული ავიღე ან სადმე წასვლა გადავწყვიტე. ამიტომ ვამბობ ახლა. იმ ადამიანმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მარტო მე არ დამაზარალა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ამ დროის განმავლობაში სახლში ვიყავი. სამომავლო გეგმებზე ორშაბათს პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ.

ქეთევან პატარქალიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება