ვისგან ”სესხულობს” იდეებს ავთანდილი?

ვისგან ”სესხულობს” იდეებს ავთანდილი?

ყველა დიზაინერს სჭირდება მუზა, თუმცა თუ შთაგონების წყაროდ სხვა დიზაინერის ნამუშევარი გამოიყენე, ეს უკვე პლაგიატია. ვისგან ”სესხულობს” იდეებს ქართველი დიზაინერი ავთანდილი? - ისევ ქართველისგან.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ავთანდილის 2012 წლის და დევიდ კომას (დავით კომახიძე) 2010 წლის კოლექციებია შედარებული. სამოსი თითქმის იდენტურია.

უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დევიდ კომა გარდა საკუთარი კოლექციებისა, პოპ-ვარსკვლავ ბიონსესთვის სასცენო კოსტუმებს ქმნის.

თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება. პირველ ფოტოზე ავთანდილის სამოსი დიზაინერის 2011 წლის კოლექციიდანაა, ხოლო დევიდ კომამ მსგავსი კაბა მოგვიანებით, 2012 წელს შექმნა. მომღერალ ქეთი მელუას ის BBC-ის Sports Personality of the Year-ის დაჯილდოვებაზე ეცვა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება