ანასტასია ვოლოჩკოვამ ბავშვებს "ეროტიკ-შოუ" უჩვენა

ანასტასია ვოლოჩკოვამ ბავშვებს "ეროტიკ-შოუ" უჩვენა

ცნობილი რუსი ბალერინა, ანასტასია ვოლოჩკოვა ბავშვების წინაშე ეროტიკულ გამოსვლაში დაადანაშაულეს და კონცერტებზე მისი გამოსვლის აკრძალვა მოითხოვეს. "ურალის მშობელთა კომიტეტი" დაჟინებით მოითხოვს, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო კონცერეტებზე ბალერინას მონაწილეობა აეკრძალოს.

კომიტეტის წევრები თავიანთ მიმართვაში ვოლოჩკოვას გამოსვლას "ეროტიკ-შოუდ" მოიხსენიებენ. მათი თქმით, ჩელიაბინსკში გამართულ კონცერტს 1000-მდე მოსწავლე ესწრებოდა, რომლებმაც ბალერინას ზედმეტად თამამი წარმოდგენა ნახეს.

"მან საკუთარ მოცეკვავე ჯგუფთან ერთად ნამდვილი ეროტიკ-შოუ მოაწყო. ნახევრად შიშველი ცეკვავდა და ფეხებს ფართოდ შლიდა. რა საჭიროა 6 წლის ბავშვებისთვის ამ ყველაფრის ნახვა", - აცხადებენ მშობელთა კომიტეტში.

ვოლოჩკოვა მშობელთა პროტესტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ჩემი შოუ მოზრდილებისთვისაა. ბავშვებს და ახალგაზრდებს მაღალ ხელოვნებას ვთავაზობ და არა დილის საკვირაო პროგრამას", - წერს ვოლოჩკოვა.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს