ჯეინ ფონდამ ჰოლივუდის ბულვარში საკუთარი ნაკვალევი დატოვა

ჯეინ ფონდამ ჰოლივუდის ბულვარში საკუთარი ნაკვალევი დატოვა

უბერებელმა ჯეინ ფონდამ ჰოლივუდის ბულვარში თავისი ხელის და ფეხის ნაკვალევი დატოვა. 75 წლის მსახიობისთვის მისალოცად მისი მეგობრები და კოლეგები - ევა ლონგორია, ჯიმ კერი და მარია შრაიბერი მივიდნენ.

ორი ოსკარის მფლობელი ვარსკვლავი, რომელიც კინემატოგრაფიას უკვე 50 წელია ემსახურება, აღფრთოვანდა, როდესაც გაიგო, რომ მისი ანაბეჭდები მისი გარდაცვლილი მამის, ჰენრი ფონდას ანაბეჭდების გვერდით განთავსდება.

"ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ჩემი ანაბეჭდი მამაჩემის ანაბეჭდების გვერდით იქნება. ვგრძნობ, რომ ამ წუთას აქ არის. ყოველთვის მეუბნებოდა: "არ მისცე ამ ქალაქის მაცხოვრებლებს შენზე დაბიჯების საშუალება!". რას ვიზამთ, მამა, ახლა ისინი ორივე ჩვენგანს დააბიჯებენ!" - განაცხადა ჯეინ ფონდამ.

აღსანიშნავია, რომ ჯეინს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავი ჯერჯერობით არ აქვს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება