ელიოზიანთ კარის ბელები

ელიოზიანთ კარის ბელები

ეს ამბავი 1968 წელს მოხდა. მერაბ ელიოზიშვილს შეატყობინეს, რომ ჯავისკენ ბრაკონიერებს დედა დათვი მოეკლათ და მისი სამი ბელი სოფელში ჩაეყვანათ. გულზე მოხვდა მწერალს... იცოდა, სოფელში ბელებს გასართობად მოინდომებდნენ, ვინმეს შეიძლება გალიაშიც ჩაესვა და სასადილოს, ან რესტორნის წინ გამოედგა (ასეთი პრაქტიკა ხომ არსებობდა). ისედაც ობლობით გაწამებული ბელები არაფრით ემეტებოდა ადამიანების საჯიჯგნად. მერაბ ელიოზიშვილს ვილისი ("კოლხოზნიკსაც" ეძახდნენ), მთასა და უგზოში კარგად მავალი მანქანა ჰყავდა, სწორედ ამ მანქანით გაჰყოლია ტყისმცველებს ბრაკონიერის სახლისკენ.

სამწუხაროდ, სამიდან ერთი გასხვისებული დახვდათ... ის ორი კი წამოიყვანეს... თავსატეხი ის იყო, ასეთ პატარებს ტყეში ჰაიჰარად ვერ გაუშვებდნენ, ჯერ უნდა გამოეზარდათ. ვეტერინარის რჩევით, პირუტყვის საწოვარა უყიდეს ორივეს და რძითა და თაფლიანი წყლით დაუწყეს გამოკვება...

როგორც ბატონი მერაბის შვილები - დავითი და ეთერი იხსენებენ, ბელების შინ მოყვანა დიდი ზეიმი იყო. ასე დაბინავდნენ ცხინვალის, უწინ სოფელ დგვრისად წოდებულ ელიოზიანთ სამკვი

დრო მამულში ობოლი ბელები... ერთს იმის გამო, რომ დათვი იყო, დათო დაარქვეს, მეორეს - ბაჩო.

ელიოზიანთ კარში, ძველთაძველი ფიცრულ-კრამიტით გადახურულ სათონეში საუკუნის წინანდელი წინაპართა მიერ მონადირებული დათვის ტყავი ეკიდა. ფოტოზე სწორედ ამ სათონის წინ დგას მერაბ ელიოზიშვილი და ხელში ქეჩოთი ბელი უჭირავს - ბაჩო... საინტერესო ის იყო, მას მერე, რაც ბელები ეზოში გაუშვიათ, სათონის კარს მიმდგარან და გულსაკლავად აბღავლებულან. ეტყობა, გუმანით ტყავი უცნიათ, თავისი დედის ბეწვს თუ შეადარეს, ალბათ...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს