ჰოლანდიური კომპანია მარსზე "რეალითი შოუს" მოწყობას აპირებს

ჰოლანდიური კომპანია მარსზე "რეალითი შოუს" მოწყობას აპირებს

ჰოლანდიური კომპანია "Mars One" ახალი სატელევიზიო შოუ პროექტის ეგიდით მარსზე ადამიანების გაშვებას აპირებს. მართალია, ადამიანმა მთვარეზე ფეხი პირველად 1972 წელს დადგა და წითელ პლანეტაზე გაფრენა ჯერ ვერავინ გაბედა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, "Mars One"-ის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს პრობლემა 10 წელიწადში გადაწყდება.

ემიგრანტების პირველი ჯგუფის გაშვება უკვე 2022 წელს იგეგმება. მომდევნო წლებში კომპანიას გადაწყვეტილი აქვს მარსზე ახალი ჯგუფების გაშვება, რათა მუდმივი კოლონია ჩამოყალიბდეს.

მეცნიერთა სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ჰოლანდიურმა ფირმა-ორგანიზატორმა უკვე დაიწყო ამ მისიისთვის მოხალისეთა შეგროვება და მსოფლიოს 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღო კიდეც წერილი 10 000 ადამიანისგან, რომლებიც მზად არიან მოსალოდნელი სირთულეების მიუხედავად, მარსზე წავიდნენ. ცხადია, რომ მარსის მომავალ მცხოვრებლებს უნდა ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობა, უნდა იცოდნენ ინგლისური და იყვნენ სრულწლოვნები.

იხილეთ ვიდეო: ჰოლანდიური კომპანია მარსზე "რეალითი შოუს" მოწყობას აპირებს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს