როგორ დავიგრძელოთ ფეხები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მეშვეობით

როგორ დავიგრძელოთ ფეხები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მეშვეობით

ფეხების ვიზუალური დაგრძელების ყველაზე მარტივი მეთოდი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაა. თუმცა ამ სეზონზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლები აქტუალური აღარაა, მაგრამ ფეხების ვიზუალური დაგრძელების სხვა მეთოდებიც არსებობს.

ფეხსაცმელი, თუნდაც პატარა ქუსლზე, აუცილებლად მოგმატებთ რამდენიმე სანტიმეტრს, თუ ის ხორცისფერი იქნება. ამ გამოცდილი ხერხით ხშირად სარგებლობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. ხორცისფერი ფეხსაცმელის ხშირი მომხმარებლები არიან კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი და მსახიობი ანჯელინა ჯოლი.

სხეულს ფორმას ანიჭებს დეკოლტით გაფორმებული ზედატანიც. ყელამდე დაფარული მაისურები გამოკვეთს სხეულის სილუეტს, ხოლო V-ის ფორმის დეკოლტე უფრო გრძლად წარმოაჩენს არა მხოლოდ ყელს, არამედ მთელს სხეულს.

დაბალწელიანი შარვლები ვიზუალურად ფეხებს უფრო მოკლეს აჩენს, ამიტომ აარჩიეთ ისეთი შარვლები, რომელსაც ქამარი წელზე აქვს და არა თეძოზე. ფეხები უფრო გრძელი გამოჩნდება თუ ერთი ფერის ქვედა და ზედატანს ჩაიცვამთ.

ქვედაბოლოს არჩევისას უკეთესი იქნება არჩევანი ძალიან გრძელ, ან მოკლე კაბაზე შეაჩეროთ. მუხლსქვემოთ სიგრძის კაბები ფეხებს ვიზუალურად ამოკლებს.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს