რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?

რამდენად საშიშია ბიოლაბორატორია თბილისის აეროპორტთან?

ყოველკვირეულმა გაზეთმა "ყველა სიახლემ" ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილ ამერიკელ მრჩეველთან ექსკლუზიური და სენსაციური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი დაუფარავად აცხადებს: "ლაპარაკია 150-მილიონიან პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი ლაბორატორიაც არსებობს, რომელსაც პენტაგონი კურირებს. ლაბორატორია თბილისის აეროპორტის გვერდითაა. იქ ხდება ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების კვლევა, რაც ამერიკის ტერიტორიაზე აკრძალულია. რაიმე გაუთვალისწინებელი თუ მოხდა, საქართველო საერთოდ წაილეკება. თბილისში მდებარე ლაბორატორიაში ჯილეხის, ციმბირის წყლულის, წითელას, შავი ჭირისა და H1N1-ის ბაქტერიებს ამზადებენ".

ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომელიც ერთი შეხედვით სანდო ჩანს იმის გამო, რომ თავად განმცხადებელი რამდენიმე წელი პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი გახლდათ და წესით, ბევრ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გადაემოწმებინა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ეს სკანდალური განცხადება და პირველ რიგში ის გაარკვია, რომ

ქართულ-ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორია თბილისის აეროპორტის სიახლოვეს, ალექსეევკის დასახლებაში, მართლაც არსებობს, თუმცა... მას ჯერ მუშაობა არ დაუწყია!

აეროპორტისკენ მიმავალი ტრასის მარჯვენა მხარეს ნახევრად შემინული შენობების პერიმეტრი შემოღობილია და კარგად დაცული, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ის ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მესამე დონის შესაბამისადაა აგებული. ლაბორატორიების შენობები განთავსებულია სპეციალურ ამორტიზატორებზე, რათა ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი საცავების რღვევა არ მოხდეს.

ამ ლაბორატორიას 2012 წლის 20 სექტემბრამდე ეწოდებოდა "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია", ხოლო შემდეგ სახელი შეეცვალა და "რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი" ეწოდა.

ამ ლაბორატორიის აგების ისტორია კი უფრო ადრე იწყება.

ზუსტად 10 წლის წინ, 2003 წლის 7 მაისს, საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"