"დედის შეგინების გამო ოთხი-ხუთი კაცი მყავს ნაცემი"

"დედის შეგინების გამო ოთხი-ხუთი კაცი მყავს ნაცემი"

ირმა ხუციშვილს ქალისთვის ერთობ უცნაური ხელობა აქვს - მეწაღეა. დედაქალაქში გაჭირვების დასაძლევად მესხეთ-ჯავახეთიდან ჩამოსული ვაჭრობით ირჩენდა თავს, საღამოობით კი მეწაღე ახლობლის საქმიანობას ყურადღებით აკვირდებოდა...

- მანამდე ბაზრობაზე წვრილმანებს ვყიდდი. მე და ჩემი პატარა ქალიშვილი თავს ძლივს ვირჩენდით. საღამოობით ახლობელთან მივდიოდით. ის "პირიმზეში" მეწაღედ მუშაობდა და შინ მოსვლისთანავე ჩანთიდან ამოალაგებდა დასამთავრებელ სამუშაოს, მეც სიამოვნებით შევყურებდი ხელებში, მის სათითაო მოძრაობას ვსწავლობდი. ხანდახან მივუჩოჩდებოდი და წვრილმან საქმეში ვეხმარებოდი... პირველი საპასუხისმგებლო დავალება ფეხსაცმლის ლანჩის შემოკერება იყო... მას შემდეგ, აგერ უკვე ოცი წელია, ამ ხელობას მივდევ.

- არ გაგიჭირდათ?

- ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. დროთა განმავლობაში დავსნეულდი, ფეხზე ნერვის ანთება დამემართა და ოთხი წელია ჯოხით დავდივარ. ოპერაცია მჭირდება, მაგრამ საჭირო თანხას თავი ვერ მოვუყარე. მხოლოდ წამლის შესაძენად მყოფნის ფული. მასალის ხარჯი, გზის ფული, ბაზრობის ადმინისტრაციის ყოველდღიური გადასახადი, ქალიშვილიც ეპილეფსიით არის დაავადებული... ხომ წარმოგიდგენიათ, რა თანხა მჭირდება... ამ სახელოსნოშიც დროებით ვარ შემოხიზნული, მეწაღე რომ დაბრუნდება, არ ვიცი, როგორ ვიარსებებთ. ცალკე ადგილის აღება ძალიან ძვირი ჯდება...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"