თურქმენეთის პრეზიდენტმა დოღში 11 მლნ დოლარი მოიგო

თურქმენეთის პრეზიდენტმა დოღში 11 მლნ დოლარი მოიგო

თურქმენეთის პრეზიდენტმა დოღში 11 მლნ დოლარი მოიგო. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა თურქული ცხენის დღისადმი მიძღვნილ დოღში, რომლის საპრიზო ფონდი 11 მლნ დოლარს შეადგენდა, პროფესიონალი მხედრის რანგში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

სულ ერთ კილომეტრიან დისტანზციაზე ის შვიდი ცხენი ასპარეზობდა, რომელთა პატრონებმა ყველაზე დიდი ფულადი შემოწირულობები გააკეთეს. იმის შესახებ, რომ რბოლაში თავად პრეზიდენტი მიიღებდა მონაწილეობას, ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც შვიდივე ცხენი სარბენ ბილიკზე გამოიყვანეს.

საბოლოოდ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი, რომელიც თავისი ახალთექური ცხენით მესამე ნომრად ასპარეზობდა, ფინიშამდე პირველი მივიდა. მან დისტანციის დაფარვა 1 წუთსა და 21.2 წამში შეძლო.

თურქმენეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ დოღის დიდი თაყვანისმცემელია, არამედ ზოგადად ცხენოსნობის სპეციალისტი. მისი ავტორობით გამოვიდა წიგნი ახალთექური ცხენების შესახებ, რომელიც თურქმენების სიამაყეა. ეს ცხენები ურჩი ხასიათით გამოირჩევიან.

დოღში გამარჯვებულმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თავისი 11 მლნ დოლარი ცხენების მოშენების განვითარებას მოახმაროს.

თურქმენეთის პირველი პირი ერთადერთი აზარტის მოყვარული მმართველი არ არის - აშშ-ის პრეზიდენტების უმეტესობა ბანქოს მოყვარული იყო. პოკერის თამაში განსაკუთრებით უყვარდათ ლინკოლნს, რუზველტსა და ტრუმენს, ხოლო უორენ ჰარდინგმა თამაშში თეთრი სახლის ჩინური სერვიზიც კი წააგო.

მომზადებულია kommersant.ru-ის მიხედვით.

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

"ვიცი, რატომ გავრცელდა ჭორი ჩვენი დაშორების შესახებ" - რას ყვება თინა ხიდაშელი ბავშვობაზე, სტუდენტობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე