დავით დარჩიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება

დავით დარჩიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება

დავით დარჩიაშვილი "ფეისბუქზე" ჩინოვნიკებსა და ტერორისტების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

"რიჟა ბაზარი: სხვა სიტყვებით ვეღარ მივმართავ ქუჩური რომანტიკით არაასაკობრივად აღვსილ პრემიერის მრჩეველს და მის რჩევებს მიყურადებულ პრემიერ მინისტრს. (აი, სახალხო დამცველის სასურველი ლექსიკა ჯერ ვერ გავიგე). ეს სიტყვათაწყობა ეგებ მეტს ეუბნებოდეთ მათ, ვიდრე დიპლომატიური ენა. როცა რუსეთის აგრესიული ხელისუფლების გასაგონად საუბრობ, ჩემი ქვეყნის ჩინოვნიკები აგერ გუშინ ტერორისტებს ამზადებდნენო, ქვეყნისადმი აღვივებ ეჭვს ნატოში და აძლევ ნიადაგს რუსეთს, რომ შენივე ჩინოვნიკების კონტროლში წილი მოგთხოვოს. მერე რაც არ უნდა თქვა, ეს ქვეყანას კი არა, კონკრეტულ ჩინოვნიკებს აზარალებსო, რიჟა ბაზარია", - წერს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ცალკეული ქართველი ჩინოვნიკები ტერორისტებთან თანამშრომლობდნენ და მათი დასჯა ქვეყნის იმიჯს ვერ შელახავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს