შალვა რამიშვილი - არჩევნების შემდეგ "გლობალმა" 91 000 ოჯახს დაუდგა სატელიტური თეფში უსასყიდლოდ

შალვა რამიშვილი - არჩევნების შემდეგ "გლობალმა" 91 000 ოჯახს დაუდგა სატელიტური თეფში უსასყიდლოდ

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აეროპორტში ჟურნალ "ტაბულას" გავრცელების აკრძალვას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"მხოლოდ არჩევნების შემდეგ "გლობალმა" რეგიონებში 91 ათას ოჯახს დაუდგა სატელიტური თეფში უსასყიდლოდ.

ეს იმათ ვისაც ის ფაქტი, რომ აეროპორტში მაკულატურული "ტაბულა" აღარ მიიღეს, თავისუფალ მედიაზე ხელისუფლების ზეწოლად მიაჩნიათ", - წერს რამიშვილი.

ჟურნალი "ტაბულა" 2013 წლის მაისიდან თბილისის აეროპორტში აღარ გავრცელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება აეროპორტში Tav Georgia Operation Services-ის ხელმძღვანელობამ მიიღო.

როგორც Tav Georgia Operation Services-ში განმარტავენ, მათი კომპანიის კომერციული მენეჯერის მითითებით, აღარ ექნებათ ჟურნალ-გაზეთებთან ბარტერული (გაცვლითი სარეკლამო) მომსახურება, რომლითაც ჟურნალი "ტაბულა" სარგებლობდა. დამატებითი განმარტებების გაკეთებისგან ორგანიზაციაში თავი შეიკავეს.

"ტაბულას" მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, ჟურნალის აეროპორტში გავრცელებაზე პრობლემა მანამდე არ შექმნიათ - "ბარტერის შეწყვეტა დაემთხვა მარგველაშვილის კარიკატურის გამოქვეყნების ნომერს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს