აირლენდ ბოლდუინი: "მეუბნებიან, რომ მოდელობისთვის ზედმეტად მსუქანი ვარ"

აირლენდ ბოლდუინი: "მეუბნებიან, რომ მოდელობისთვის ზედმეტად მსუქანი ვარ"

აირლენდ ბოლდუინმა ცოტა ხნის წინ დაიწყო მოდელის კარიერა, თუმცა უკვე გაახვიეს კრიტიკის ქარცეცხლში. ალეკ ბოლდუინის და კიმ ბესინჯერის ქალიშვილმა საკუთარ ბლოგზე თავი იმართლა.

"აკეთებენ კომენტარებს, რომ მოდელობისთვის ზედმეტად მსუქანი ვარ, რომ არ მაქვს შესაფერისი გარეგნობა, რომ არ ვარ საკმარისად მიმზიდველი, სამაგიეროდ ვარ ზედმეტად მაღალი და ასე შემდეგ. მე ყველასი მესმის. არ გამოვიყურები ისევე გლამურულად, როგორც როუზ ჰარტინგტონ-უიტლი", - განაცხადა აირლენდმა.

აირლენდმა დედას, კიმ ბესინჯერს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი უწოდა, მაგრამ მათ შორის არსებული განსხვავებებიც აღნიშნა:

"მისი სიმაღლე 176 სმ-ია, ჩემი - 186. ის მყიფეა, მე ძლიერი. მე თეძოებიც კი უფრო განიერი მაქვს, ვიდრე მას. როდესაც ის ჩემს ასაკში იყო, გამოკვეთილი ყვრიმალები ჰქონდა, მე ახლა გარდატეხის ასაკში ვარ", - აღნიშნა მოდელმა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება