რეპერ 2Pac-ის მამიდა და ნათლია FBI-ს ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიას ლიდერობს

რეპერ 2Pac-ის მამიდა და ნათლია FBI-ს ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიას ლიდერობს

პირველი ქალი, რომელიც FBI-ს 10 ყველაზე საშიშ ძებნილ ტერორისტთა სიას ლიდერობს, რეპერ 2Pac-ის ნათლია - 65 წლის ჯოან ჩესიმარდი, იგივე ასათა ოლუგბალა შაკურია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფედერალური ბიურო ქალ ტერორისტს ეძებს.

ასათა შაკური საპყრობილეში სასჯელს მკვლელობის ბრალდებით იხდიდა. ის 1979 წელს ნიუ-ჯერსის ციხიდან გაიქცა და კუბას შეაფარა თავი. მკვლელობასთან ერთად შაკური ბრალდებული იყო  შეიარაღებულ ძარცვაში, ბანკის ძარცვასა და ხალხის გატაცებაში.

ასათა რეპერის ნათლიაა. ამასთან, ის 2Pac-ის მამინაცვლის დაა. რეპერის მამინაცვალი მუთულუ ბანკის მძარცველი და კრიმინალია.

რეპერის მშობლები და ოჯახის წევრები მათ შორის ასათაც აფრო-ამერიკული რევოლუციური სოციალიზმის ორგანიზაციის Black Panther Party-სა და იატაკქვეშა ორგანიზაცია Black Liberation Army-ს აქტივისტები იყვნენ.

ასათას დაკავებაზე ჯილდოდ 2 000 000 დოლარია დაწესებული.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება