კონსტანტინე გამსახურდია თავისუფლების მოედანზე მამის ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგება

კონსტანტინე გამსახურდია თავისუფლების მოედანზე მამის ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია თავისუფლების მოედანზე მამის ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ გამსახურდია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს. ექს-პრეზიდენტის ვაჟი ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებლის (პროფესორი ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე ) კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ "უზენაესი საბჭოს დადგენილებით, თავისუფლების მოედანს უნდა ეწოდოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოედანი, ან რესპუბლიკის მოედანს, ე.წ. ვარდებისას".

"არც ერთ შემთხვევაში ლენინის ძეგლის ადგილას ზვიადის ძეგლი არ უნდა დაიდგას. ეს იქნება ბრძოლა ზვიადის ხსოვნასთან. და არავითარი პათეტიკური ხასიათის ძეგლი. ეს უნდა იყოს ბევრი ასპექტის გამომხატველი, ტრაგედიის და ტრიუმფის, დიდი ტკივილისა და სიხარულის, ქართველობის და ევროპელობის, ეროვნულობის და სოციალურობის, ქრისტიანულობის და მსოფლიო მოქალაქეობის.

მე არ მიგულისხმია, რომ იქ ძეგლზე რამეა თქმული, მაგრამ ეს იდეა, რომელიც უწინ ცალკეულთა თავებში იყო, გამოვრიცხე უბრალოდ. დ. ტურაშვილი იგონებდა ამას, თუ როგორ უჩვენა თავად ზვიად გამსახურდიამ ასეთი პროექტი ძეგლით და უთხრა, ხომ ხედავ, რა მეთოდებით მებრძვიანო", - წერს გამსახურდია.

დადეშქელიანი-აფრასიძე წერს, რომ "უზენაესი საბჭოს დადგენილება არსებობს სახელის მიკუთვნების თაობაზე და ძეგლის თაობაზე არაფერია ნათქვამი".

"უზენაესი საბჭოს დადგენილებით თავისუფლების მოედანს უნდა ეწოდოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოედანი ან რესპუბლიკის მოედანს ე.წ. ვარდებისას... 1990 წლის 28 აგვისტოს,მარიამობის დღეს ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ლენინის ძეგლი აღებული იქნა, მან სიმბოლურად ლენინი, ათეიზმი დაამარცხა საქართველოში და ამიტომ სიმბოლიური იქნებოდა თავისუფლების მოედნისთვის გვეწოდებინა ზვიად გამსახურდიას სახელი ... უზენაესი საბჭოს დადგენილება არსებობს სახელის მიკუთვნების თაობაზე და ძეგლის თაობაზე არაფერია ნათქვამი", - აღნიშნულია პროფესორის კომენტარში.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" 8 მარტიდან მოქმედებს გვერდი სახელწოდებით "ზვიად გამსახურდიას ქუჩა თბილისში", სადაც ამ ინიციატივის მომხრეები განცხადებას აქვეყნებენ. გვერდის ბმულს კონსტანტინე გამსახურდია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"თბილისში ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სათანადოდ არ არის დაფასებული შთამომავლობის მიერ (დამოუკიდებლობის მომპოვებელი პირველ პრეზიდენტებს ყველგან სათანადოდ აფასებენ, ასე მაგალითად ჯორჯ ვაშინგტონის სახელი შთამომავლობამ საკუთარ დედაქალაქს უწოდა) ... აღნიშნულიდან გამომდინარე ვითხოვთ გრიბოედოვის ქუჩას ეწოდოს ზვიად გამსახურდიას სახელი. მოგვაწოდეთ არგუმენტირებული მოსაზრებები და ალტერნატიული ვარიანტები აღნიშნულ იდეასთან დაკავშირებით (მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი თბილისის მიდამოებში)", - აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცახდებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს