"კირვალიძეზე აპირებდნენ ხელისშეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა"

"კირვალიძეზე აპირებდნენ ხელისშეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა"

"საქართველოში მიღებული უსინდისო ბრძოლის ფორმაა, რომ თუ თანამდებობის პირი ან ხელმძღვანელი განსაზღვრულ თამაშის წესებს არ დაექვემდებარა, მის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა იწყება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ერთ მინისტრთან კითხვები ჰქონდა.

- გამიჭირდება ზუსტად იმის თქმა, ივანიშვილმა კირვალიძე იგულისხმა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი იყო, რომ შესაძლოა კირვალიძე მოხვედრილიყო ამ მინისტრების სიაში. ამ საკითხზე შეიძლება შეთქმულების თეორიის თვალსაზრისითაც ვიმსჯელოთ. არ არის გამორიცხული, ის ინფორმაცია (რომ სამინისტრომ უარესი ტრაქტორები ძვირად შეიძინა) ხელოვნურად გავრცელდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დიდი ფინანსური რესურსი აქვს, რომელიც არა მხოლოდ ბიუჯეტიდან, არამედ გრანტებითაც ივსება. კირვალიძე იყო მინისტრი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მიმაგრებული იყო მხოლოდ პრემიერზე და კოალიციის არც ერთ ჯგუფთან არ ასოცირდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, რადგან კირვალიძე ვახტანგ ხმალაძის სიძეა, შესაძლოა, ირიბი დარტყმის მიყენება უნდოდათ რესპუბლიკელებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ივანიშვილმა ხმალაძე ერთ-ერთ სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. კირვალიძისთვის მიყენებული ამ დარტყმით მოხდა ხმალაძის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ლიკვიდაცია.

კირვალიძე სათავეში ჩაუდგა იმ მიმართულებას, რომელიც მოშლილი და განადგურებული იყო. ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა გამოაცხადა პრიორიტეტულ დარგად. ამიტომაც კირვალიძისადმი მოთხოვნის თამასა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ზოგი სხვა მინისტრისა. ნოემბრიდან თებერვლამდე კირვალიძეს უნდა აღეწერა ყველა სახელმწიფო მიწა, რომლის დიდი ნაწილი დამალული იყო და რეესტრში არ ჩანდა. უნდა მოეწესრიგებინა და გაეგო, ვინ იყო ადგილებზე მიწის მფლობელი და საქართველოს მასშტაბით ზუსტი ნუსხა შეედგინა იმ პირებისა, ვისი მიწებიც უნდა მოხნულიყო. ტიტანური შრომა იყო გასაწევი ადგილობრივი რწმუნებულებისა და გამგებლების საბოტაჟის და არაპროფესიონალიზმის ფონზე. ამიტომაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში საორგანიზაციო ქაოსი შეიქმნა. იმ ფაქტმა, რომ სამინისტროს სხვადასხვა ტიპის დიდი დაფინანსება ჰქონდა, იქ კორუფციის გაჩენის ალბათობა გაზარდა. ყველაფერი ეს ერთ პაკეტში ჩაიდო და შესაბამისი ინფორმაციაც გავრცელდა.

მავანნი კირვალიძეზე აპირებდნენ ხელის შეწმენდას, მაგრამ ივანიშვილმა არ შეაწმენდინა, ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ დარწმუნებული არ არის კირვალიძის შეცდომებში. კირვალიძეს შეიძლება შეცდომაც აქვს და დანაშაულიც, მაგრამ ეს მხოლოდ გამოძიებით უნდა გაირკვეს...

ყველა მინისტრი ერთ ქვაბში არ შეიძლება მოიხარშოს, მაგრამ ვხედავ, რომ ზოგიერთი მინისტრის გარშემო რკალს კრავენ იმ მიზნით, რომ თანამდებობას მოაშორონ. ასეთ რკალს ვხედავ ღარიბაშვილის გარშემოც.

იხილეთ ინტერიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა