ნუკა გვალია მთელ ზურგზე ტატუს გაკეთებას აპირებს

ნუკა გვალია მთელ ზურგზე ტატუს გაკეთებას აპირებს

"საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე ნუკა გვალიამ მაყურებლების ყურადღება კონკურსის დაწყებისთანავე მიიქცია. ეკა კვალიაშვილის შვილისგან ყველა კარგ სიმღერას მოელოდა. ნუკას ნამღერით საზოგადოება კმაყოფილი დარჩა, თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გააკრიტიკა მისი "საქართველოს ვარსკვლავში" გამოსვლა. ნუკა ამ ყველაფერს ყურადღებას საერთოდ არ აქცევს.

- ნუკა, მუსიკალურ კონკურს "გოლდენ ტალანტიდან" გაგიცანით. მახსოვს, მაშინ პროექტი გულდაწყვეტილმა დატოვე და ამბობდი, რომ საქართველოში ჩატარებული კონკურსებისადმი ნდობა დაკარგე.

- "გოლდენ ტალანტში" რომ ვმონაწილეობდი, მაშინ "საქართველოს ვარსკვლავი" არ იყო. იმ მომენტში საკუთარი თავით უკმაყოფილო არ ვყოფილვარ. ცოტა ხანი მქონდა ხელი ჩაქნეული. ძალიან დიდხანს ვემზადებოდი, რომ უფრო დავხვეწილიყავი. მგონი, შედეგი მივიღე. ჩემს ძველ და ახალ ნამღერს რომ ვუსმენ, მგონია, რომ პროგრესი განვიცადე. "საქართველოს ვარსკვლავის" პირველ სეზონს რომ ვუყურე, ძალიან მომეწონა. ობიექტური შეფასებები იყო. ბევრი მეუბნებოდა, მეორედ კონკურსში რატომ არ გადიხარო. ჩემი ოცნება ყოველთვის დიდ სცენაზე დგომა იყო. გადავწყვიტე, აქ გამოვსულიყავი. სულ ორი კონკურსი იყო და თან მინდოდა, სცენაზე გამოსვლის კომპლექსი დამეძლია. სხვათა შორის, "გოლდენ ტალანტი" ნაწილობრივ ამ კომპლექსის მოხსნაში დამეხმარა. "საქართველოს ვარსკვლავში" რომ გადავწყვიტე მონაწილეობა, გამარჯვებასა და პირველობაზე საერთოდ არ მიფიქრია. მხოლოდ საკუთარი თავის გამოცდა მსურდა. მაინტერესებდა, ხალხი როგორ მიმიღებდა და ამდენი სითბო რომ ვიგრძენი, ძალიან ბედნიერი ვარ. ე.ი. გავამართლე ჩემი და ჩემი მშობლების იმედები.

- ახლა, როდესაც ხალხმა თბილად მიგიღო და ფავორიტებში მოიაზრები, თუ ფიქრობ, რომ შეიძლება პირველ კი არა, მეორე ან მესამე ადგილზე გახვიდე?

- მეორე და მესამეზე კი არა, შეიძლება შემდეგ ტურზევე დავტოვო პროექტი, მაგრამ ამ ყველაფერზე არ ვფიქრობ. ჩემთვის სტატუსი არაფერს ნიშნავს. მთავარია, ადამიანები როგორ შემხვდნენ და როგორ მიმიღეს. დედაჩემმა სხვანაირად გამზარდა და ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ.

- ეკას თუ აქვს შენიშვნები შენს გამოსვლასთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, შენიშვნები აქვს. სულ მეუბნება, სცენაზე რომ დგახარ, უნდა გასწორდეო,უფრო მეტი ემოციით იმღერე სიტყვებიდან გამომდინარე, ხალხს ელაპარაკე, დიაფრაგმიდან იმღერე და ყელიდან ნუ მღერიო. მოკლედ, ეკა ბევრ შენიშვნას მაძლევს.

- გამოდის, დედა ძალიან კრიტიკულია.

- ნამდვილად ასეა. ჩემთვის კარგი უნდა და მის კრიტიკას ყოველთვის მივიღებ ყველანაირი ფორმით, იმიტომ, რომ ჩემი დედაა და მუსიკაში ძალიან ბევრი რამ ესმის, თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება სხვამ ვერ გაიგოს, მაგრამ დედა ჩემს ერთ პატარა შეცდომასაც კი ხვდება.

- კონცერტის დროს ხშირად აჩვენებენ ეკა კვალიაშვილს და ჩანს, როგორ ემოციურად გგულშემატკივრობს.

- ეკას ჩემს სიმღერაზე ცრემლები წამოსვლია და ეს გამიხარდა.

- საკუთარ ნამღერზე რას იტყვი, აკეთებ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს?

- ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ყოველთვის მინდა, უფრო უკეთესად ვიმღერო. პირველი სიმღერისას რამდენიმე ჩავარდნა მქონდა ხმაში. ასეთი მომენტები არ მაქვს ხოლმე, მაგრამ გადაღლილობისა და ემოციებისგან იმდენად გამოვიფიტე, რომ პირველ კონცერტზე ასეთი რამ მოხდა. მეორე კონცერტზე უკვე ერთი ჩავარდნა მქონდა და მინდა აღვნიშნო, რომ ესეც პროგრესია. იმას არ ვიტყვი, რომ პირველ ორ კონცერტზე ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთე, საკუთარი თავისგან უფრო მეტს მოველი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამპარტავანი ვარ. ბევრმა ეს ამპარტავნებად ჩათვალა. უბრალოდ, თვითკრიტიკული ვარ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება