ინგა გრიგოლია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" თოქ-შოუს წაიყვანს

ინგა გრიგოლია "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" თოქ-შოუს წაიყვანს

პოლიტიკური აქტივობიდან 8-თვიანი პაუზის შემდეგ ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში ბრუნდება. ახალი თოქ-შოუ ძველი სახელწოდებით - "პოლიტიკური კვირა" "საზოგადოებრივ მაუწყებლზე" მაისის ბოლოდან, კვირაში ორჯერ გავა ეთერში.

"გადავწყვიტე, რომ ისევ "პოლიტიკური კვირით" გავიდე პირდაპირ ეთერში. ეს იქნება დიდი თოქ-შოუ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დარბაზი და რომელშიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონები, ვინაიდან, მიმაჩნია, რომ თბილისურ ჩარჩოებს უნდა გასცდეს პოლიტიკა და რეგიონები დიდი დოზით უნდა ჩაერთონ ამ პოლიტიკის კეთებაში და იმის გაანალიზებაში, თუ როგორ აისახება ესა თუ ის გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაზე. ვფიქრობ, რომ გადაცემა არ იქნება უინტერესო. ერთი დღე უკვე გადაწყვეტილია, როდის გავა თოქ-შოუ ეთერში, კვირას რვა საათზე - ეს იქნება შემაჯამებელი გადაცემა დიდი დარბაზით, ხოლო მეორე დღე ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის", - აცხადებს გრიგოლია.

მისი თქმით, მიღებული პოლიტიკური გამოცდილება დაეხმარება, რომ გადაცემაში მაყურებელმა მოვლენათა უფრო ღრმა ანალიზი მოისმინოს. გარდა ამისა, ყოფილი ტელეწამყვანი რადიოსა და გაზეთში მუშაობის დაწყებას აპირებს.

"ვფიქრობ, საკრებულოში მუშაობამ მომცა იმის გამოცდილება, რომ ცოტა უფრო ღრმად ვიმუშაო მთელ რიგ თემებზე. თუმცა ეს მაინც იქნება შოუ, ზოგს მოსწონდა ეს შოუ, ზოგს აღიზიანებდა. ხშირად მომისმენია კრიტიკოსებისგან, რომ ეს არის შოუ, აქ არ არის ღრმა ანალიზი. ამჯერად ეს იქნება შოუ, თუმცა აქ იქნება ღრმა ანალიზიც.

ტელეჟურნალისტიკის გარდა, ვგეგმავ რადიოში და გაზეთში მუშაობის დაწყებასაც, რათა თავიდან ბოლომდე მედიაში მუშაობით დავკავდე. არასოდეს მიწერია გაზეთში და ახლა ვგრძნობ, რომ ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და, თუ ძალიან გადაჭარბებული არ იქნება, შესაძლებლობაც. რადიოს და გაზეთის თემას დავგეგმავ მას შემდეგ, რაც ტელეგადაცემა გავა ეთერში", - აღნიშნა გრიგოლიამ.

ინგა გრიგოლია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს "ქრისტიან-დემოკრატებიდან" გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა, მაგრამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან თავისი კანდიდატურა მოხსნა.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები